მარჩელო ლიპი:”წელს, მეტად ოპტიმისტური განწყობა მაქვს”

მარჩელო ლიპი
მარჩელო ლიპი ლაციოსთან მატჩამდე ჟურნალისტებს მოახლოებულ დაპირისპირებაზე ესაუბრა:
“სიმონე ინძაგი კარგი სპეციალისტია.. ეს არის ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელიც საკუთარ საქმეს კარგად უძღვება.
დარწმუნებული ვარ იუვენტუსის სუსტ ადგილებს იპოვის, თუმცა ღრმად მწამს ეს საკმაოც ცოტა იქნება.
ნებისმიერ შემთხვევაში ლაციო არის გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია შესანიშნავი ფეხბურთელებისგან და ისინი ფანტასტიურად ასპარეზობენ.
კრიშტიანო რონალდუს რეაქცია ბევრი ითქვა და დაიწერა. მე ამ ყველაფერში პრობლემა ვერ დავინახე.. კარიერის მანძილზე არაერთი ჩემპიონი გამიწვრთნია და კრიშტიანო მათ რიცხვში შედის, რომლებსაც მუდამ სურთ მოქმედების ეპიცენტრში ყოფნა..საერთოდ არის კი ვინმე, ვისაც მოედნის ნაადრევად დატოვება მოწონს?
შეუძლია თუ არა იუვენტუსს სერია ა-ს დავიწყება ჩემპიონთა ლიგისთვის? ზუსტად გეტყვით, რომ ეს ასე არ მოხდება. გამარჯვების საუკეთესო საშუალება არის გამარჯვება!
არ შეიძლება ასეთი რამის დაგეგმვა და სეზონის წინ ხმამაღალი განცხადების გაკეთება, რომ წელს აქცენტი მხოლოდ ერთ ტურნირზე მოხდება.. აუცილებელია ყველაფრის მოგებას ეცადო.
ტურინელთა მიმდინარე სეზონს ოპტიმისტურად ვუყურებ.. გაცილებით ოპტიმისტურად ვიდრე ეს გასულ რამდენიმე სეზონში იყო..
ვფიქრობ, იუვენტუსი ახლა უკვე იმ მცირედ ჯგუფს შეუერთდა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ ფავორიტებად განიხილებიან.