ტუტოსპორტი საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობას აქვეყნებს
ტუტოსპორტმა ტრადიციულად სავარუდო სასტარტო შემადგენლობა გამოაქვეყნა.
ბიანკონერის მთავარი მწვრთნელი მაურისიო სარი კვლავინდებურად 4-3-1-2 ტაქტიკური მოდულით გეგმავს ასპარეზობას.
კარს პოლონელი ვოიცეხ შესნი დაიცავს.
დაცვის მარჯვენა ფლანგზე ხუან კუადრადო, ხოლო ცენტრალურ ზონაში ლეონარდო ბონუჩის და მატეის დე ლიხტს უნდა ველოდოთ. მარცხენა ფლანგზე ალექს სანდრო, რომელიც ტრავმის შემდეგ უკვე მეორე მატჩს გამართავს.
ცენტრალურ ზონაში ბიანკონერის პრობლემები შეექმნა.. აარონ რემზის და სამი ხედირას ტრავმებმა არჩევანი უფრო მწირი გახადა..
დიდი ალბათობით ტრავმირებულ გერმანელს როდრიგო ბენტანკური შეცვლის.. მას კი პარტნიორობას მირალემ პიანიჩი და ბლეზ მატუიდი გაუწევენ.
ტრეკუარტისტას როლში უელსელის არყოფნაში წესით და რიგით ფედერიკო ბერნარდესკი იასპარეზებს. .
შემტევ დუეტს ტუტოსპრტი პაულო დიბალას და კრიშტიანო რონალდუს მოიაზრებს.. ვნახოთ რამდენად გამართლდება ეს დუეტი იმის ფონზე, რომ გონსალო იგუაინი ძალზედ კარგ ფორმაში იმყოფება.
დგეს უნდა გაურჭოდ შიგ რომში 3 0
შმერნა რაკიტიჩის გაცვლაშიც ფულის დამატება მოვითხოვეთ და ეხლა შეგვრჩა ეს კუნძი და ნახევარდაცვაში პრობლემები