მირალემ პიანიჩი ლევერკუზენთან მატჩზე და არამარტო
წინამასატჩო პრეს-კონფერენციაზე რომელიც ლევერკუზენთან მატჩისთვის მოეწყო, ჟურნალისტებს მაურისიო სარისთან ერთად, მირალემ პიანიჩიც შეხვდა.
ამჯერად, გთავაზობთ ბოსნიელის ინტერვიუს და ოდნავ მოგვიანებით თავად გუნდის მთავარი მწვრთნელისას:
“იმედი მაქვს, კარგი და სანახაობრივი მატჩი გამოდგება. ლევერკუზენს აქვს მიზანი და მან შესაძლოა წარმატების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე ასარეზობის უფლება მოიპოვოს.. აქედან გამომდინარე, დაძაბულ ბრძოლას ველი.
თითოეულ მატჩს შესაბამისი კონცენტრირებით და გამარჯვების სურვილით ვხვდებით.. სისულელეა თითქოს შიდა ჩემპიონატზე გამარჯვება ჩვენთვის მნიშვნელოვანი აღარ არის..
ჩვენს მიერ განვლილი გზა დადებითად უნდა შეფასდეს.. უბრალოდ დგება მომენტი, როდესაც ქულების აღება ვერ ხერხდება.. თუმცა, მცირეოდენი ფეხის დაცდენას არ შეუძლია მთლიანი სურათის გაქრობა..
ნუ გავიწყდებათ, რომ მატჩებს ერთმანეთის მიყოლებით ყოველ მესამე დღეს ვატარებთ.. რთულ მეტოქეებთან მოგვიწია თამაში და თითოეული მათგანი ჩვენთან შეხვედრისთვის საოცარი ენერგიით ემზადება.. ასე რომ, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ.
მაურისიო სარის გვჯერა და გუნდი ბუნებრივია ერთიანობას ინარჩუნებს.. მთავარი მწვრთნელის მიმართ განწყობა არის ზუსტად ისეთი, როგორიც მისი დანიშვნის პირველსავე დღეს..
ფაქტია, მაქს ალეგრის 5 წლიანი ეპოქის შემდეგ ცვლილება თავის ლოგიკურ დროს მოითხოვს.. არსად მინახავს კარდინალურ ცვლილებას მინიმუმ 6 თვე მაინც რომ არ დაეკავებინოს..
გუნდი პრობლემებს ყოველთვის ღიად აფიქსირებს.. მწვრთნელი გვესაუბრა და ერთმანეთის მიმართ ყველაფერი პოზიტიურ ჭრილში ვითარდება.. დარწმუნებული ვარ უახლოეს მატჩებში სასიამოვნო ცვლილებებს იხილავთ.. ამიტომაც კარგი იქნება თუ ზედმეტი დრამატიზმი არ იქნება.
გვერდიდან ისე ჩანს თითქოს ყველაფერი სხვაგვარად ვითარდება.. ჩვენგან მუდამ გამარჯვებას ითხოვენ და თან რაღაც გიჟურ სტილში.. ეს კი ასეთი იოლი არ არის.. ყოველ მესამე დღეს გუნდისგან გიჟურ სისწრაფეს ელოდო და უამრავ გატანილ გოლს არის ურთულესი ამოცანა.
ყველაფერს მშვიდად და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავუყვეთ.. ჩემპიონატში მიმდინარე პროცესით კმაყოფილები არ ვართ.. სხვა პოზიციაზე ყოფნა გვსურს და სიტუაციის გამოსასწორებლად ჯერ კიდევ ბევრი დრო გვაქვს.”
didi siamovnebit vixilavdi anchelotis iuves sataveshi eg kaci mgelia nu exla napolishi ver qna veraferi xdeba jadoqari araa magram udzlieresi treeneria magram armova albat :)))))))))))