ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინული სატრანსფერო აურზაური

ფაბიო პარატიჩი

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, იუვემ შესაძლო მთელი რიგი სვლები განახორციელოს, რომელიც გუნდის გაძლიერებისკენ იქნება მომართული. 

ფაქტია, მაურისიო სარის სერიოზულ პრობლემებს განიცდის მოედნის შუახაზში იმ თამაშის საჩვენებლად, რისთვისაც იგი გუნდში მოიწვიეს.

აქედან გამომდინარე, სარის ინტენსიური კონსულტაციები აქვს ხელმძღვანელობასთან და მათ შუახაზის კარდინალურ გადახალისებას თხოვს.

კრისტიან ერიქსენი, სანდრო ტონალი და ივან რაკიტიჩი – ეს გრძელი სიიდან ის სამეულია, რომლის თავისთან ხილვა სარის მოსვლის წამიდან სურდა. 

მოლაპარაკებები დანიელზე დაწყებულია და ახლა მისი ბედი მხოლოდ ფეხბურთელის ხელშია.. გადმოვა თუ არა იანვარში ამას კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები გვაჩვენებს..

კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში იწურება და აქედან გამომდინარე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ივან რაკიტიჩი ბარსელონას დატოვებასთან ახლოს არის და რამდენაც არ უნდა იძახოს ფაბიო პარატიჩიმ, რომ გუნდი მისით არ ინტერესდება, მედიის ფურცლებიდან საკმაო სიხშირით სხვაგვარ ცნობებს ვგებულობთ.

სხვათაშორის ხორვატის ტურინულ მომავალზე შესაძლოა გარკვეული ზეგავლენა ემრე ჯანმაც მოახდინოს.. გერმანელისთვის ტურინული კარიერა მას შემდეგ გართულდა, რაც გუნდში სარი მოვიდა..

სამი ხედირა ტრავმირებულია, ადრიენ რაბიო თავის თავს არ გავს და აქედან გამომდინარე, გერმანელს შანსი გაუჩნდა, თუმცა მისთვის უკვე ამ ყოველივეს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს..

იგი თავს გუნდის წევრად აღარ მიიჩნევს და ამიტომაც მაქსიმუმს იზამს იტალიის დასატოვებლად.

ბარსა ერთ-ერთ ვარიანტად სახელდება და შესაბამისად, კლუბებმა ზაფხულში დაწყებული კონსულტაცია, შესაძლოა ზამთარში ორმხრივი წარმატებით დაასრულონ. 

და სანდრო ტონალი.. ბრეშასთან კონტაქტი არ წყდება. იუვენტუსი პოლ-პოზიციაშია, მაგრამ აჩქარება მართებს.. პრობლემა მასიმო ჩელინოა რომელიც გუნდის გადასარჩენად იბრძვის და ნიჭიერ შუახაზელთან განშორებას არ გეგმავს. 

იუვენტუსი მზადყოფნას გამოთქვამს ბრეშას მარკო პიაცა და ნიკოლუსი კავილია დაუთმოს.. თუმცა, ჩელინოს პასუხი ამ ვარიანტზე უცნობია.. ბუნებრივია გარიგებაში გათვალისწინებული იქნება 20-30 მილიონიც. 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x