ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პერეირა:”დიბალა უნიკალურია”

იუვენტუსის ექს შუახაზელი რობერტო პერეირა ყოფილ კლუბზე საუბრობს:

უდინეზეში გადასვლის შემდეგ, ფეხბურთის ტაქტიკური მხარე სრულად შევისწავლე.. სწორედ აქ ჩამოვყალიბდი პროფესიონალად და შევიტყვე სწორი კვების შესახებ.

იუვენტუსი კიდევ უფრო საოცარი და განსხვავებული სამყაროა, რომელსაც განსაკუთრებული მენტალიტეტი გააჩნია. ხარისხის თვალსაზრისით ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

პაულო დიბალა ჩემი კარგი მეგობარია.. ჩვენ ერთად არგენტინის ნაკრებში ვასპარეზობთ და სიმართლე ითქვას, ერთმანეთს ხშირად ვესაუბრებით. 

ზაფხულში მითხრა, რომ ტურინში სურდა დარჩენა, რადგან ღრმად წამდა გუნდისთვის ისევ ისეთი სასარგებლო იქნებოდა როგორც პირველ-ორ სეზონში. 

ლა ჯოიას დონეს თუ გავითვალისწინებთ, ვფიქრობ იგი კრიშტიანო რონალდუს და გონსალო იგუაინის იდეალური პარტნიორი გახდება..

მთავარია მაურისიო სარიმ ირწმუნოს მათი და დარწმუნებული ვარ პაულო უახლოეს 2-3 წელიწადში ისტორიას შექმნის.

უცნაურია სერია ა-ს ცხრილს რომ ვუყურებთ და იუვენტუს პირველ პოზიციაზე ვერ ვხედავ. თავის მხრივ ეს ინტერის პროდუქტიულ ასპარეზობს ხაზს მკაფიოდ უსვავს.

მაგრამ.. თუ მილანელებს ერთი წამით მაინც ჩაეძინებათ, მერწმუნეთ გამოფხიზლება სხვა პოზიციაზე ელით.

ჩემი ტურინული კარიერა? პირველ სეზონში საკმაო სათამაშო დრო მქონდა.. მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობაში ანდრეა პირლო, პოლ პოგბა, არტურო ვიდალი და კლაუდიო მარკიზიო იყვნენ.. აი მომდევნო წელს სამწუხაროდ გაუთავებელი ტრავმები მქონდა და გუნდმა ჩემი გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც არ განვიცდი.. ეს ორი წელი ძალიან წამადგა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
4 years ago

ჩაუდეს კონტეს :)

lasha naxucrishvili
4 years ago

ხო რავი რონალდოს ასაკზეც შეწყდა საუბარი

4 years ago

როცა დელიხტი არაა მოედანზე გოლს ვერ გვიტანენ :)

DTrezeguet
Bianconeri.10
4 years ago

meore tamashia saris agar vushvebt tu ra sichumea ? )) :DD

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x