ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი ჩემპიონთა ლიგის წილისყრასთან დაკავშირებით საუბრობს

პაველ ნედვედი

ბიანკონერის ვიცე პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა ნიონში გამართული წილისყრის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა. 

დღეს, შვეიცარიაში გამართულ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრაზე ბიანკონერის მეტოქე გაირკვა. 

26 თებერვალს ტურინელები სტუმრად ლიონს დაუპირისპირდებიან, ხოლო საპასუხო შეხვედრა ტურინში 17 მარტს გაიმართება. 

“ჩვენ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფზე ვსაუბრობთ, რაც განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს.

ორი აზრი არაა, რომ წილისყრის შედეგად, გამორიცხული არ იყო უფრო ძლიერი მეტოქე გვყოლოდა.. შედეგით, კმაყოფილები ვართ, მაგრამ კონცენტრირება წამით არ უნდა დავკარგოთ.

ამ ტურნირზე გამარჯვება აკვიატებულ იდეად არ უნდა გვექცეს, რადგან ასეთ დროს ფეხის დაცდენის ალბათობა მატულობს. 

ეს არის კონკრეტული მიზანი და სხვა გუნდებთან ერთად, რომლებსაც იდენტური სურვილი აქვთ, ერთ საფეხურზე ვიმყოფებით.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x