ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტაკინარდი იუვენტუსში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს

ბიანკონერის ექს შუახაზელი ალესიო ტაკინარდი გუნდში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს:

შემტევი ტრიო? ვფიქრობ, პრობლემა ნახევარდაცვაში არსებული ხარვეზებია, მაგრამ ადრიენ რაბიოს ბოლო თამაშით კმაყოფილი დავრჩი. 

სიმონე ინძაგის ტოპ კლუბის სათავეში, სიამოვნებით ვიხილავდი.. საინტერესოა შეძლებს თუ არა თუნდაც იუვენტუსის ისეთ სტილში ათამაშებს, როგორსაც ახლა ლაციოში ახერხებს. 

ვფიქრობ, მაურისიო სარიმ ჯერ კიდევ ნახა სწორი მიდგომა.. მაგრამ შეტევამ უდინეზესთან გაცემული ავანსები სრულად გაამართლა.

კრიშტიანო რონალდუს ხელი არ უნდა ახლო.. მითუმეტეს ასეთს.. გასულ თვეში პრობლემებს ტრავმის გამო განიცდიდა.. საკმარისი იყო მოეშუშებინა და ისევ გოლების მანქანად იქცა. 

პორტუგალიელს ისეთივე სიჩქარე როგორც ფაბრიციო რავანელის გააჩნდა, არა აქვს, მაგრამ შეტევაში უფრო მეტის მიცემა შეუძლია.. ამიტომაც არის ეს ტრიო უნიკალური.

მარიო მანჯუკიჩი? დარწმუნებული ვარ გუნდს კიდევ ერთი ფორვარდი ესაჭიროება. ის ზუსტად ის არის, რომელსაც პირველ და მეორე ფორვარდის ამპლუაში შეუძლია ნაყოფიერი გარჯა..

ეს არის მოთამაშე, რომელიც მზადაა სული და გული დადოს.. ხორვატს განსაკუთრებული ქარიზმატულობა აქვს და ბუნებრივია მისი შესაძლებლობები გამოყენებას საჭიროებს.

ვიქნები რომანტიკული და ვიტყვი, რომ მარიოს ტურინული ისტორია ასეთ დასასრულს უბრალოდ არ იმსახურებს! 

როდესაც შენ მინდორზე ორ ფორვარდს და პაულო დიბალას უშვებ, რატომ არ შეიძლება ერთ-ერთი მარიო იყოს? ეს არის ფეხბურთელი, რომელიც ქომაგებს ძალიან უყვართ..

თუ საქმე საბოლოო გაყრაზეა, მაშინ გუნდს ნამდვილად ესაჭიროება ახალი ფორვარდი.. დუგლას კოშტა და ფედერიკო ბერნარდესკი სხვა ტიპის ფეხბურთელები არიან. 

საერთოდაც, რონალდუ სერია ა-ში და ჩემპიონთა ლიგაზე რადიკალურად განსხვავებული ტიპის მოთამაშეა.. ამიტომაც ევროპაში მაქსიმალურად დავტვირთავდი, ხოლო ჩემპიონატში ნაკლებად. 

ამიტომაც მიმაჩნია, რომ გუნდს ფორვარდი ესაჭიროება და შესაძლოა მისი ძიებით უკვე დაკავებულები არიან.

ლიონის სახით იუვენტუს რომ გაუმართლა ფაქტია.. მაგრამ ტურინელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება იმდენად სურთ, რომ ვფიქრობ ნებისმიერ მეტოქესთან თანაბარი მოტივაციით და შემართებით გავიდოდნენ.

რაც არ უნდა იყოს, ატალანტასაც და იუვესაც გაუმართლათ.. მათ ეს ფაქტი უნდა გამოიყენონ.. დაუფასებლობა დამღუპველია, მაგრამ დარწმუნებული ვარ მათ ასეთი განცდა არავის მიმართ არ გააჩნიათ.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x