ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სარის წინასამატჩო კომენტარი

გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენციას, რომელიც სამპდორიასთან მოახლოებულ მატჩს დაეთმო.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დღეს თბილისის დროით 21:50-ზე გაიმართება:

შემტევ ტრიოზე ვერაფერს გეტყვით.. აუცილებელია ერთი ინტენსიური საწვრთნელი პროცესის გამართვა, რაც უფრო ნათელ სურათს მომცემს, ვინ როგორ ფორმაშია.

კრიშტიანო რონალდუს ზედიზედ მეხუთე მატჩი სასტარტოში? პორტუგალიელი ჩინებულ კონდიციებშია, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიმიღია.. სასიამოვნოა ასევე დუგლას კოშტას და აარონ რემზის დაბრუნებაც.

ადრიენ რაბიოს უფრო მეტი სათამაშო დრო ესაჭიროება. იმ შემთხვევაში თუ ძალებს სრულად აღიდგენს, მაშინ მინდორზე გასვლას მოახერხებს, ხოლო ბლეზ მატუიდის დასვენების საშუალება მიეცემა.

ლიონი? ეს საკითხი ჯერჯერობით ოდნავადაც არ მაღელვებს. წინ ორი მატჩი და სატრანსფერო ფანჯარა გველის.. მოვა დრო, როდესაც ფრანგებთან მატჩზე ფიქრს დავიწყებ.

ვიზიარებ ხელმძღვანელობის პოზიციას.. წილისყრა შესაძლოა უარესი შედეგით დასრულებულიყო.. ყველაზე ცუდი რეალთან მატჩი იქნებოდა, ასე რომ უკმაყოფილების განცდა არ უნდა გვქონდეს.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x