ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარი:”თითქოს ჰაერში დიდი ხნით გაშეშდა”

მაურისიო სარი კმაყოფილი დარჩა გუნდის ასპარეზობით სამპდორიას წინააღმდეგ. 2019 წელს ეს იყო უკანასკნელი მატჩი, რომელიც იუვენტუსმა სერია ა-ს ფარგლებში გამართა:

პაულო დიბალას გოლი განსაკუთრებულად ლამაზი გამოვიდა, ხოლო კრიშტიანო რონალდუ.. იგი თითქოს გაშეშდა მაღლა ცაში და თან დიდი ხნით.. ეს საოცრება იყო!

პირველ ნახევარში ნაყოფიერად ვიმუშავეთ და უდაოდ კარგი ტაიმი გამოვიდა, ხოლო შესვენების შემდეგ მეტად ქაოტური სიტუაცია შეიქმნა. 

სამწუხაროა, რომ მეტად არ ვრისკავდით, რადგან მატჩის მიწურულს ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო და ქულები დაგვეკარგა ისეთ თამაში, რომელშიც ეს დაუშვებელი იყო მისი სცენარიდან გამომდინარე.

პრობლემა? მეორე ნახევარში ზონებს შორის დიდი სიცარიელე გაჩნდა, რამაც მეტოქეს თავისუფალი სივრცეები გაუჩინა.

იქნება შეხვედრები სადაც შემტევი ტრიო მოედანზე ერთად გამოვა. თუმცა, მათ ბოლო ხანებში ბევრი მატჩი დაუგროვდათ, ხოლო აარონ რემზიმ და დუგლას კოშტამ ტრავმები მოიშუშეს, რომლებიც სათამაშო დროს საჭიროებენ.

გონსალო იგუაინმა პირველ ნახევარში გუნდზე მშვენივრად იმუშავა, ხოლო მეორე 45 წუთში ინტენსიურობა დაკარგა, რაც სრულებით ბუნებრივია თუ მის მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობას შევხედავთ.

არჩევანს ტრიოსთან დაკავშირებით ვღებულობ, მათი ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე.. მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებიან ერთად, თუ თითოეული მათგანი იდეალურ კონდიციებში იმყოფება.. წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდს პრობლემები შეექმნება.

თუ კი ყველაფერი წესრიგშია და ისინი ზუსტად იმ ფორმაში არიან რასაც ველი, მხოლოდ ამის შემდგომ ვუყურებთ მეტოქის მახასიათებლებს, მის სათამაშო სქემას და ფილოსოფიას.. სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ ვღებულობ გადაწყვეტილებას იქნებიან თუ არა რონალდუ, იგუაინი და დიბალა მოედანზე ერთად.

ადრიენ რაბიომ დაგვიმტკიცა, რომ სათანადო დონის მოთამაშეა. სამი მატჩის შემდეგ პროგრესი გრძელდება და ფრანგისგან ჯერ სრულად არც გვინახავს თუ რა შეუძლია.. 

დარწმუნებული ვარ ტურინში რაბიო იმ საფეხურზე იქნება, რაც ჯერ კარიერაში არსად არ უჩვენებია.

მერიჰ დემირალი არის ფეხბურთელი, რომელსაც თანაგუნდელებისთვის უსაზღვროდ დიდი პოზიტიური ენერგია მოაქვს.. როდესაც შენ ასეთ რამეს საწვრთნელი პროცესის დროს ხედავ, ბუნებრივია მინდორზე გასვლის საშუალებას აძლევ..

შემდგომ აკვირდები და რწმუნდები, რომ მისი მატჩისადმი მიდგომა არის სერიოზული და თავდაჯერებული.. მერიჰი ახლა ჩინებულ კონდიციებშია და საოცრად თავდაჯერებულია.. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ იგი გუნდისთვის ნაყოფიერად ირჯება.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x