ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რონალდუ:”ჩემი მიზანია იუვეს ტიტულების მოგებაში დავეხმარო”

კრიშტიანო რონალდუს განცხადებით, ტრავმისგან გამოწვეული პრობლემები წარსულს ჩაბარდა.. 

“მსურს იუვენტუს ტიტულების მოგებაში დავეხმარო!”

მატჩისშემდგომ ცნობილი გახდა, რომ გოლის დროს მიწიდან 71 სმ-ზე ახტა, როდესაც ალექს სანდრომ საჯარიმოში ჩააწოდა.. ამ დროს პორტუგალიელმა 2.56 მეტრს მიაღწია და ჰაერში ერთი წამის განმავლობაში შეჩერდა..

მართლა? არ ვიცოდი.. თამაშით კმაყოფილი ვარ და საერთოდ, სამპდორია შექებას იმსახურებს, რადგან დიდებულად ირჯებოდა. 

მთელმა გუნდმა შესანიშნავი განწყობა აჩვენა! დიდებული გოლი იყო და უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარე.. ეს საჭირო სამი ქულაა.

მთელი ერთი თვე მუხლთან დაკავშირებით პრობლემები მქონდა, მაგრამ ყველაფერმა გაირა და ახლა თავს კარგად ვგრძნობ.

როგორც უკვე გითხარით ჩემი მიზანი მარტივია.. მსურს იუვენტუსს დავეხმარო როგორც მატჩების, ასევე ტიტულების მოპოვებაში.

სუპერ თასი? ეს არის ფინალი და შანსები 50-50-ზე არის.. ლაციო ბრწყინვალე გუნდია და დარწმუნებული ვარ მძიმე დაპირისპირება გველის.”

საგულისხმოა, რომ მიმდინარე სეზონში ტურინელებმა, მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმეს და ისიც ლაციოსთან..

ამიტომ იუვეს ბრწყინვალე შანსი ექნება მიმდინარე კვირას რევანში აიღოს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
bibobibo
4 years ago

სულ მცირე ლაციოს 3 -0უნდა მოვუგოთ

bibobibo
4 years ago

მთელი ერთი თვე მუხლთან დაკავშირებით პრობლემები მქონდა, მაგრამ ყველაფერმა გაირა და ახლა თავს კარგად ვგრძნობ.

გაიგეთ მეგობრებო ?ასე რომ არანაირი გუნდის ფეხებზე დაკიდება და რონალდოს ფეხბურთის დამთავრება ვისაც იუვედამ ამ კაცის წასვლა უნდა ის იუვეს მტერი არის და 2009 2011 წლამდე იუვეს უნდა გაყურებიოთ სულ

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x