Calciomercato:”FIAT -ს და Peugeot -ს გაერთიანებით იუვეც იხეირებს”

ჯონ ელკანი
Calciomercato -ს მტკიცებით უახლოეს პერიოდში ორი დიდი კონცერნი “FIAT“-ი და “Peugeot” გაერთიანდებიან. შესაბამისად, ბაზარზე Volkswagen -ის შემდეგ, კიდევ ერთ დიდი ავტოკონცერნს შექმნის, რაც დადებითად აისახება იუვენტუსის ფინანსურ ასპექტზე.
უახლოეს ხანებში Exor -ი, რომელიც ანიელების ოჯახის საკუთრებაა და წარმოდგენილია ჯონ ელკანის სახით, სადაც ბუნებრივია იუვენტუსიც შედის, უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია 6 მილიარდი ევროს დივიდენდების გადახდაზე საკუთარი აქციონერებისადმი.
ასეთი გემრიელი ლუკმის ნაწილი ბუნებრივია იუვენტუსსაც ერგება, რაც გუნდს მიცემს უფლებას სატრანსფერო ბაზარზე მეტად აგრესიულად იმოქმედოს.