ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლეონარდო ბონუჩი:”ეს მატჩი სხვა სცენარით წარიმართება”

ლეონარდო ბონუჩიმ ლაციოსთან მატზე ისაუბრა, რომელიც კვირას თბილისის დროით 20:45-ზე დაიწყება:

მესმის, რომ ლაციო ახლა ბრწყინვალე ფორმაშია.. მერწმუნეთ ჩვენ შესაძლოა ეს ყველაზე უკეთ ვიცით, რადგან საკუთარ შეცდომებზე გამოვცადეთ.

თუმცა, მას შემდეგ სხვა მატჩები გაიმართა, სადაც პოზიტიური ნიშნები შევამჩნიეთ.. აქედან გამომდინარე სუპერ თასს ამაღლებული განწყობით ვხვდებით.

მოახლოებული მატჩი განსხვავებული იქნება. მათ ამდენი თავისუფალი სივრცე აღარ ექნებათ და აქედან გამომდინარე, ფინალი სხვა სცენარით წარიმართება.

ჩირო იმობილე სეზონიდან სეზონამდე გვანახებს, რაოდენ სტაბილური და პროდუქტიულია.. იგი გუნდზე ყოველთვის ნაყოფიერად მუშაობს, მაგრამ დამეთანხმებით ლაციო მხოლოდ ერთ მოთამაშეზე აწყობილი არ არის.  ეს არის კარგი ერთიანი მექანიზმი, რომელთან გამკლავება იოლი არ არის.

მაურისიო სარის ხელმძღვანელობით დიდი ხანი არ არის რაც ვთამაშობთ, მაგრამ მისი ფილოსოფია ეტაპობრივად იგრძნობა. 

ბუნებრივია არ ვართ ბედნიერები იმ ფაქტით, რომ ბევრ ბურთს ვუშვებთ.. სამაგიეროდ არის პოზიტიური ძვრები სხვა მიმართულებით.. ხარისხი მატულობს და ყველაფერი გამოსწორდება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x