ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობას აქვეყნებს

იტალიის სუპერ თასის დაწყებამდე სულ ცოტა დრო დარჩა.. მატჩი თბილისის დროით 20:45-ზე დაიწყება.

მანამდე კი ტუტოსპორტის მიერ გამოქვეყნებულ საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობას გაგაცნობთ.

კარში დიდი ალბათობით ტრავმა მოშუშებული ვოიცეხ შესნი დადგება, რომელიც ჯანლუიჯი ბუფონს შეცვლის.

ტაქტიკური წყობა ჩვეული 4-3-1-2 იქნება..

დაცვის მარჯვენა ფლანგზე ხუან კუადრადოს უნდა ველოდოთ, ცენტრალურ ზონაში კი მატეის დე ლიხტის სასტარტოში დაბრუნებაა მოსალოდნელი რომელიც მერიჰ დემირალს ჩაანაცვლებს. 

ჰოლანდიელს პარტიორონობას ლეონარდო ბონუჩი გაუწევს, ხოლო დაცვის მარცხენა ფლანგზე წესით და რიგით ალექს სანდრო იქნება.

ნახევარდაცვის ტრიო მირალემ პიანიჩისგან, ბლეზ მატუიდისგან და როდრიგო ბენტანკურისგან დაკომპლექტდება. დღეისათვის ნახევარდაცვის ასეთი წყობა, გუნდისთვის ყველაზე პროდუქტიულია. 

ტრეკუარტისტაზე პაულო დიბალას უნდა ველოდოთ.. ყოველ შემთხვევაში ტუტოსპორტი ასე პროგნოზირებს.. შესაძლოა ეს 4-3-3-ც იყოს, თუმცა მთავარი  ის არის თუ ვინ იქნება ძირითადში.. 

ერთი სიტყვით შემტევ ზონაში დიბალას პარტნიორობას კრიშტიანო რონალდუ და გონსალო იგუაინი გაუწევენ.. ტრიო კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და ვნახოთ, თუ მიეცემათ ამ შეხვედრაში თავის გამოჩენის საშუალება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x