ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიტუაცია მარკო პიაცასთან დაკავშირებით

მარკო პიაცა

მარკო პიაცას კარიერა იუვენტუსში გადასვლის წამიდან უკან და უკან წავიდა. ამის მიზეზი ტრავმებია, რომელიც ხორვატ ფეხბურთელს საკუთარი შესაძლებლობების, დემონსტრირების საშუალებას არ აძლევს.

2016 წელს 23 მილიონ ევროდ შეძენილმა ფეხბურთელმა, არცთუ ურიგო შთაბეჭდილება დატოვა საწყის მატჩებში, მაგრამ მალევე ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და მოედანს დიდი ხნით დაემშვიდობა.

ფორმის აღსადგენად ტურინელებმა პიაცა შალკეში გაანათხოვრეს, მაგრამ ხორვატმა ბუნდესლიგაში წარმატების მიღწევა ვერ შეძლო.

ბიანკონერიში დაბრუნების შემდეგ მარკო ფიორენტინაში გაანათხოვრეს, მაგრამ აქ ყველაზე ცუდი რამ მოხდა.. პიაცამ ანალოგიური ტრავმა უკვე მარჯვენა მუხლზე მიიღო..

დღეისათვის, მან სარეაბილიტაციო პერიოდი დაასრულა და მაურისიო სარიმ რამდენიმე მატჩში განაცხადშიც შეიყვანა, მაგრამ ზოგადი სურათი თუ რა პრესპექტივა აქვს პიაცას იუვენტუსის რიგებში ბუნდოვნად გამოიყურება.

აქედან გამომდინარე, იტალიურ მედიაში გაჩნდა ცნობები რომ მისით ორი აპენინური კლუბი ინტერესდება.

ვერონა ერთ-ერთია, რომელიც თანახმაა ხორვატი არედის წესით გაიფორმოს, თუმცა როგორც ირკვევა სერიოზულ კონკურენციას წააწყდება კლაუდიო რანიერის მიერ გაწვრთნილი სამპდორიასგან.. 

წესით და რიგით ყველაფერი რამდენიმე კვირაში უნდა გადაწყდეს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x