ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Tuttosport:”პოგბა იანვარში შესაძლებელია”

პოლ პოგბა

Tuttosport -ი დღევანდელ დღეს პოლ პოგბაზე საუბრით იწყებს.

ფრანგი ნახევარმცველი მაურისიო სარისთვის ფუნდამენტურ მნიშვნელობას წარმოადგენს, რადგან გუნდს სწორედ შუახაზში აქვს პრობლემები, რომლის გადაჭრა მთავარ მწვრთნელს ძალიან უჭირს.

აარონ რემზი და ადრიენ რაბიო შორს არიან იდეალური ფორმისგან.. ჯერჯერობით ვერავინ იტყვის, რომ ბიანკონერის ამ ორმა უფასო ტრანსფერმა რაიმე ხეირი მოუტანა.

ზემოთხსენებული წყაროს მტკიცებით, იანვარში გუნდს ემრე ჯანი დატოვებს.. მისით პსჟ ინტერესდება და ერთ-ერთ ვარიანტად ლეანდრო პარადესში ბარტერიც განიხილება, მაგრამ ჰორიზონტზე როგორც ირკვევა მხოლოდ ფრანგები არ არიან.

მანჩესტერ იუნაიტედი ასევე არის გერმანელი შუახაზელით დაინტერესებული, რამაც შესაძლოა მშვენიერი ფუნდამენტი შექმნას პოგბას ტრანსფერზე სალაპარაკოდ.

ფრანგს რომ ინგლისის დატოვება და იუვეში დაბრუნება უნდა ახალი არავისთვის არის. ბიანკონერი მაქსიმალურად ეცდება იანვარშივე მოავაროს ურთულესი ტრანსფერი.. 

პირველი ციფრები რაც ამ ეტაპზე გაჩნდა არის, ემრე ჯანი + 60 მილიონი.. რამდენად დათანხმდებიან წითელი ეშმაკები ამ წინადადებას უცნობია.. ითამაშებს თუ არა ფეხბურთელის სურვილი საქმეზე? არავინ იცის.. ამ მხრივ მინო რაიოლაზე ბევრი იქნება დამოკიდებული..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x