ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Calciomercato ბლეზ მატუიდის მომავალზე საუბრობს

Calciomercato -ს მტკიცებით უახლოეს პერიოდში ერთმანეთს მინო რაიოლა და იუვენტუსის პირველი პირები ბლეზ მატუიდის თემაზე შეხვდებიან.

32 წლის შუახაზელთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე მთავრდება და ბუნებრივია, მხარეებმა გარკვეულ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.

სხვათაშორის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც ბიანკონერის აქვს საშუალება ბლეზთან შეთანხმება ერთი წლით გაახანგრძლივოს.

იმ შემთხვევაში თუ შეთანხმება 2022 წლამდე გახანგრძლივდება, ნაკლებად მოსალოდნელია ამჟამინდელი 3.5 მილიონიანი ანაზღაურება გაიზარდოს. 

თუმცა, მხარეები საბონუსე სისტემას აუცილებლად გადახედავენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.