იტალიური მედია:”პარატიჩმა ტრანსფერი დახურა”
სხვადასხვა გავლენიანი იტალიური წყაროს მტკიცებით, მას შემდეგ რაც იუვემ წარუმატებლობა განიცადა ჰოლანდის ტრანსფერზე, ფაბიო პარატიჩიმ რეაბილიტირება ახალგაზრდა შუახაზელით მოახერხა.
ბრძოლა რომელიც დეიან კულუშევსკის თაობაზე მიმდინარეობდა, ტურინელთა გამარჯვებით დასრულდა, რომელიც მათ საკმაო თანხა დაუჯდებათ.
ნერიაძური აქტიურობდა, მაგრამ პარატიჩიმ უკანასკნელი ორი საათის მანძილზე თანხის გაზრდა და საქმის სწრაფად დახურვა გადაწყვიტა.
35 მილიონი ევრო და დამატებით 10 მილიონი ბონუსის სახით.. თავად ფეხბურთელთან 5 წლიანი კონტრაქტი გაფორმდება და შუახაზელი სეზონში 2 მილიონ ევროს მიიღებს.
მართალია ხელშეკრულებაზე ხელი ჯერ არცერთ მხარეს არ მოუწერია, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტრანსფერი დახურულად უკვე რამდენიმე წყარომ მოიხსენია.
კულუშევსკი მიმდინარე სეზონს პარმას რიგებში დაამთავრებს და ზაფხულში კონტინასაზე გადაბარგდება.
შვედი მოთამაშე ატალანტას საკუთრებაა და პარმელთა რიგებში არენდის წესით ირჯება. მიმდინარე სეზონში მან 19 შეხვედრაში 4 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა. ამპლუით კულიშევსკი მარჯვენა ნახევარმცველია.
ki martalia ukve ramdenime gavleniani ckaro aqveknebs am impos magram cota gaugebaria halandtan impoebi me aramgonia is iuves interesis speroshi kopiliko radgan rac mis kidvashi dortmundma gadaixada amdeni praqtikulad ager am bichshi gadaixades 35 milions plius 10 bonusio es bichi parmashi tamashobs nagdad ar megona aseti talanti tu iko arada ashkarad etkoba rom paratichma iaqtiura aba vnaxot rogor gaamartlebs amxela ndobas cota uecari transferia
Paratic-მა
გრაციე