ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიახლეები მეკარის პოზიციასთან დაკავშირებით

საკმაოდ უცნაური ინფორმაციები ქვეყნდება იტალიურ მედიაში იუვენტუსის კარის დარაჯთან და პოტენციურ პირველ ნომრებთან დაკავშირებით.

დიდი ხნის მანძილზე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ბიანკონერი პოლონელ ვოიცეხ შესნისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობდა.

კულუარული ცნობებით იტალიის მოქმედი ჩემპიონები მასთან არსებულ შეთანხმებას 2024 წლამდე გააგრძელებდნენ, ხოლო წლიური ანაზღაურება არც მეტი არც ნაკლები 7 მილიონ ევრომდე გაიზრდებოდა.

პარალელურად, ესპანეთიდან გავრცელდა სიახლე, რომ იუვენტუსი მარკ ანდრე ტერ შტეგენით სერიოზულად არის დაინტერესებული.

საქმეში პსჟ და ბაიერნიც ფიგურირებენ, მაგრამ ახლა მათ რიცხვს იუვენტუსიც შეუერთდა..

კორიერემ კი სულ რაღაც რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ჯიჯიო დონარუმა არ აპირებს მილანელებთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას და იუვენტუსი მინო რაიოლას დახმარებით საქმეში ჩართვას გეგმავს.

დასკვნა – შესნი დღევანდელი და შესაძლოა მომავალია იუვენტუსისთვის ამ პოზიციაზე, მაგრამ ფაქტია ხელმძღვანელობა ბაზარზე არსებულ ვარიანტებს ამ მიმართულებით სერიოზულად აკვირდება.

იმავე დონარუმაზე უკვე დიდი ხანია იწერება.. ტერ შტეგენი ახალი სახელია ტურინელთა სატრანსფერო ჰორიზონტზე.. 

აქვე მატია პერინზე – იტალიელი კარის დარაჯი კარიერას ჯენოაში არენდის წესით გააგრძელებს. სეზონის ბოლოს გენუელებს მისი სრულად გამოსყიდვა შეეძლებათ.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x