ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კულუსევსკი:”ყველაფერს გავიღებ შავ-თეთრი მაისურისთვის”

იუვენტუსმა 2020 წელს თავისი პირველი შენაძენი გუშინ საზოგადოებას წარუდგინა. 

ჯერ კიდევ ზაფხულში გავრცელდა ცნობები, რომ ბიანკონერი ატალანტას საკუთრებაში მყოფი ნიჭიერი შემტევით ინტერესდებოდა, რომელმაც პარმაში ნაყოფიერი პერიოდი გაატარა. 

გუშინვე, დეიან კულუსევსკი ტურინში სამედიცინო შემოწმება მას შემდეგ გაიარა, რაც ინტერთან სატრანსფერო ბრძოლა წარმატებით დასრულდა. 

კულუშევიჩი ბიანკონერის არც მეტი არც ნაკლები 35 + 10 მილიონი დაუჯდა. ახალგაზრდასთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაფორმდა, რომელიც მიმდინარე სეზონს პარმას რიგებში არენდის წესით ჩაამთავრებს, რის შემდეგაც კარიერას ტურინში განაგრძობს:

“2020 წლის ასეთ დაწყებაზე ვერც კი ვინატრებდი.. უსაზღვროდ ბედნიერი ვარ! ეს როგორც ჩემთვის, ასევე ოჯახის თითოეული წევრისთვის, მეგობრებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩემს გვერდით იმყოფებოდა არის უმნიშვნელოვანესი დღე!

ვთამაშობ მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის. აქედან გამომდინარე, თუ ყველაზე კარგი ვარიანტი კარში დარტყმაა, ამაზე ბევრს არ ვფიქრობ და მოქმედებაზე გადავდივარ.. თუ ვხედავ, რომ პარტნიორია უკეთეს პოზიციაზე, აუცილებლად გავუკეთებ გადაცემას..

გოლი თუ საგოლე გადაცემა ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს.. მთავარია გამარჯვება!

მაურისიო სარიმ ფანტასტიურად იმუშავა ნაპოლის და ჩელსის რიგებში.. მისი ფილოსოფია დეტალურად მაქვს შესწავლილი და ძალიან მომწონს! ბურთის სწრაფი მანევრირება, ორი შეხება და ფეხბურთელების მხრიდან ერთმანეთისთვის კომფორტული გარემოს შექმნა.. დარწმუნებული ვარ მის ხელში პროგრეს გავაგრძელებ.

კარიერის დაწყებიდან ტრეკუარტისტას პოზიციაზე ვირჯები.. თუმცა, ატალანტაში და პარმაში სხვადასხვა მწვრთნელების ხელმძღვანელობით არაერთი როლის მორგება მომიწია.. შემიძლია როგორც ვინგერზე ასევე მეცალაზე ასპარეზობა.. მთავარია მწვრთნელის მოთხოვნა, თუმცა პირადად მე ფორვარდების უკან მყოფ გამთამაშებლად ვიგრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად.

იუვენტუსი პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი კლუბია! ფეხბურთელი კარიერის პირველსავე ნაბიჯების დროს ოცნებობს, ასეთ დიად გუნდში მოხვედრაზე.. თუ გეძლევა შანსი, ბუნებრივია უარს ვერ იტყვი.

მინდა ვუთხრა იუვენტუსის თითოეულ ქომაგს, რომ როდესაც ივლისში აქ დავბრუნდები, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავიღებ შავ-თეთრი მაისურისთვის! თითოეულ საწვრთნელ პროცეს მხოლოდ იმისთვის გამოვიყენებ, რომ უკეთესი გავხდე!”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x