ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენცია

გთავაზობთ მაურისო სარის წინასამატჩო პრესკონფერენციას, რომელიც კალიარისთან მოახლოებულ შეხვედრას დაეთმო:

“უკანასკნელ ორ დღეს თუ არ ჩავთვლით გუნდი ბოლო შეხვედრაში დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე მუშაობდა. 

ხოლო უშუალოდ დღეს და გუშინ კალიარისთან მოახლოებული დაპირისპირებისთვის ვემზადებოდით.

მათ რიგებში ორი კარგი შემტევი ტიპის ნახევარმცველია, რომლებსაც ძალუძთ ჩვენთვის პრობლემების შექმნა.. შესაბამისად ჩვენს შუახაზელებს ყურადღებით ყოფნა მართებთ. 

მარჯვენა შუახაზელის როლში როდრიგო ბენტანკურის არ ყოფნაში ადრიენ რაბიოს ვცდით.. ემრე ჯანი ცენტრალური ნახევარმცველი პოზიციაზე ისინჯება, ისევე როგორც ფედერიკო ბერნარდესკი.. ასე რომ გადაწყვეტილება ამა თუ იმ თემას მოგვიანებით მივიღებ.

ტრავმირებულებთან დაკავშირებით? რაბიო თავს კარგად გრძნობს.. პაულო დიბალა მსუბუქი საწვრთნელი პროცესი ქონდა, რადგან იგი უბრალოდ გადაღლილია..

მატეის დე ლიხტი მცირეოდენი ტრავმა ქონდა, რომელიც მას სრულად დატვირთვის საშუალებას არ აძლევდა. ჰოლანდიელს მძიმე პერიოდი ქონდა, რომელიც წარმატებით გადალახა და ახლა თავს უკეთ გრძნობს.

დუგლას კოშტას მთელი რიგი ტრავმების ფონზე, სპეციალური აღმდგენითი პროცესის გავლა მოუწია. ბრაზილიელი აარონ რემზისთან ერთად თავს ახლა ბევრად უკეთ გრძნობს.

ჯორჯო კიელინის სარეაბილიტაციო პერიოდი კარგად ვითარდება, მაგრამ დაბრუნებაზე საუბარი ყველაფრის მიუხედავად ნაადრევია.

კულუსევსკი? მთავარია რომ კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდეს.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x