ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური გუნდები მარკო პიაცასთვის იბრძვიან

მარკო პიაცა

რამდენიმე წუთის წინ მარკო პიაცასთან დაკავშირებით იტალიურმა მედიამ ახალი ცნობები გამოაქვეყნა. 

ფორვარდმა ტრავმა მოიშუშა და მაურისიო სარიმ ხორვატი რამდენიმე შეხვედრაში განაცხადშიც შეიყვანა, თუმცა მოედანზე გამოსვლის საშუალება ჯერჯერობით არ მიცემია.

ამ ეტაპზე მისით სერია ა-ს შემდეგი გუნდები ინტერესდებიან: პარმა, ვერონა, კალიარი და ატალანტა.

ცნობილი ხდება, რომ მათ რიცხვს ახლა რომის ლაციოც შეუერთდა, რომელიც უახლოეს დღეებში ტურინს ოფიციალური წინადადებით მიმართავს. 

სიმონე ინძაგი პიაცას შესაძლებლობებს განსაკუთრებულად აფასებს და აქედან გამომდინარე, კლაუდიო ლოტიტო მზად არის ფეხბურთელთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყოს.

იუვეს თავის დროზე პიაცა 25 მილიონი დაუჯდა, თუმცა მძიმე ტრავმების გამო ხორვატს ფაქტიურად 2 წელი გაუცდა და ბუნებრივია ეს მის სატრანსფერო ღირებულებაზეც აისახება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x