ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კლაუდიო მარკიზიოს ინტერვიუ კორიერესთან

კლაუდიო მარკიზიო

კლაუდიო მარკიზიოს კორიერეს ჟურნალისტი დაუკავშირდა და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

ელეგანტურობა ყველაფერში და განსაკუთრებით დეტალებში. ამ პრინციპს მივყვებოდი ფეხბურთელობისას და აღებულ კურს მოედნის მიღმაც შევინარჩუნებ.

ყველაზე ელეგანტურია გუნდი, რომელიც სეზონის მიხედვით საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს. ყველაზე ელეგანტური გუნდი სერია ა-ში არის ის, ვისაც ტიტული ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული.

ინტერმა მკაფიო შეტყობინება გაუგზავნა არამარტო ჩემპიონატს, არამედ საკუთარ თავსაც. მათ რამდენიმე წელიწადი სტაბილურობის გარეშე ჩაატარეს, თუმცა ახლა კვლავ შეიძინეს და ბუნებრივია სერია ა-მ ამ ფაქტით, მხოლოდ მოიგო!

იუვენტუსმა კარგად იცის, რომ გამარჯვებების გზაზე უნდა დარჩეს.. მათ ასევე მშვენივრად მოეხსენებათ, რომ დიდებული შემადგენლიბა ყავთ. 

თუმცა, ისიც კარგად ესმით, რომ წლევანდელ სეზონში ინტერს და ლაციოს რეალური ბრძოლის გაჩაღება შეუძლიათ..

ანტონიო კონტე ინტერის ყველაზე მთავარი შენაძენია. მან საკუთარი ფასეულობა იტალიაში და ფარგლებს გარეთაც ყველას დაუმტკიცა.. მძიმე მდგომარეობაში მყოფ იტალიის ნაკრებსაც ახალი ენერგია შთაბერა.. ახლა კი ინტერში აგრძელებს ფანტასტიურად მუშაობას.

უფრო მეტად კონტეს ინტერი მომწონს თუ სარის იუვენტუსი? ყოველთვის ყველაზე მეტად იუვენტუსი მომწონს, ასე რომ..

იმედი მაქვს მილანს ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოაღვიძებს. ეს გუნდი არ იმსახურებს იმ საფეხურზე და კრიზისში ყოფნას, რაშიც ახლა არის მოხვედრილი. ასეთ რთულ მდგომარეობაში, ჩემი რჩევა იქნებოდა უფრო მეტად შანსი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის მიეცათ.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x