ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურო იკარდის ტურინული საგა ჯერ არ დასრულებულა

მაურო იკარდი

მართალია მაურო იკარდი პსჟ-ს რიგებში ირჯება, თუმცა ნურავის დაგვავიწყდება რომ არგენტინელი ფრანგებთან არენდის წესით გადავიდა.

აქედან გამომდინარე, პრესაში კვლავინდებურად დადის ხმები, რომ ფორვარდის დამატებას იუვენტუსი კვლავინდებურად განიხილავს. 

ვანდა ნარა – მოთამაშის მეუღლე და საფეხბურთო აგენტი, უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე ფაბიო პარატიჩის შეხვდა. სასაუბრო თემა ბუნებრივია იკარდის მომავალი იყო.

მის კონტრაქტში კვლავინდებურად დევს პუნქტი, რომლის თანახმადაც მაუროს გაფორმება 110 მილიონად ნებისმიერ გუნდს შეუძლია, გარდა იტალიური კლუბებისა..

აქედან გამომდინარე, ტურინელებს მილანელებთან დიდი ალბათობით რთული მოლაპარაკებები ელით.. 

საქმე იმაშია, რომ პსჟ არ არის იკარდის გამოსყიდვის წინააღმდეგი, მაგრამ კულუარული ცნობებით იტალიაში დაბრუნება თავად ფეხბურთელს სურს, რომელსაც უჭირს პარიზულ ყოფასთან ადაპტაცია.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x