ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელი რომელიც გაიწირა..

მატია კალდარას კარიერა იმ წამიდან წავიდა უკან და უკან, როდესაც იუვენტუსმა ყველასთვის მოულოდნელად მისი გაფორმებიდან 6 თვეში მილანში გაასხვისა.. 

კალდარა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დიდი ზარზეიმით გაიფორმეს და ყველას ეგონა, რომ სწორედ ის ჩაანაცვლებდა გუნდიდან “გაქცეულ” ლეონარდო ბონუჩის..

თუმცა, 6 თვის შემდეგ კრიშტიანო რონალდუს ტურინში გადასვლის შემდეგ, ლეონარდო ბონუჩიც ფეხ და ფეხ მიყვა. 

ამ ფაქტმა კალდარას პრობლემები შეუქმნა.. ატალანტადან ახლად გადასულმა, რომელსაც პრეზენტაცია სულ რაღაც ორი კვირის წინ ქონდა და დიდი იმედებით იყო სავსე, მოულოდნელად სატრანსფერო ბაზარზე აღმოჩდა..

სწორედ ის გახდა ლეონარდოს ტურინში დაბრუნების გარიგების ერთ-ერთი ნაწილი. როსონერის ჯამში კალდარა 35 მილიონი ევრო დაუჯდა, რომელმაც ვერაფრით შეძლო ამ დარტყმის გადატანა და თან ყველაფერთან ერთად ტრავმების ეპიდემიაც შეეყარა.

დღევანდელი ცნობით, მატია კარიერას თავისთვის კარგად ნაცნობ ატალანტაში არენდის წესით გააგრძელებს, ხოლო 2021 წელს 25 წლის მოთამაშის დამატება ბერგამოელებს 15 მილიონი ევრო დაუჯდებათ. 

მისი კარიერა ასე ცუდად რომ განვითარდა, გარკვეულწილად იუვენტუსის პასუხისმგებლობაც არის, რომელმაც ჯერ დიდი კონკურენციის პირობებში მოახერხა მატიას გაფორმება, მისი არენდით ბერგამოში სეზონის ბოლომდე დატოვება, მერე ტურინში წამოყვანა და მალევე მილანისთვის დათმობა.. 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
4 years ago

მიუხედავად უდროო ტრავმისა მე მაინც ვფიქრობ ყველაფრის მიზეზი ცხვარივით გაყიდვა გახდა. ფიზიკური ტრავმა არაფერია ფსიქოლოგიურ ტრავმასთან. თამამად შეიძლება ვუწოდოდ იუვეს მსხვერპლი.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x