ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ForzaJuve.Ge 11 წლის გახდა!

ForzaJuve.Ge 11 წლის გახდა!

11 წელი პატარა ციფრი არ არის.. ისტორია რომელიც 2009 წელს დაიწყო, სტაბილურად მიუყვება საკუთარ კურს..

11 წლის წინ ნამდვილად იყო ინფორმაციული ვაკუუმი.. იყო თავისთავად რუსული ვებ გვერდები, რომლებიც გვაწვდიდნენ ინფორმაციებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში იყო დაგვიანებული, ან მცირე..

ჩვენ იმდენი მოვახერხეთ ამ წლების მანძილზე, რომ დიდი ალბათობი ჩვენს რეგიონში ყველაზე სწრაფი და ინფორმაციებით დატვირთული გვერდი შევქმენით. 

სასიამოვნოა, რომ ამ ყველაფერს გულშემატკივრების მხრიდანაც დიდი გამოხმაურება მოყვა.. დასაწყისიდანვე ბევრი მეგობარი შევიძინეთ, რომლებიც აგერ უკვე მერამდენე წელია ერთად მოვდივართ!

ჩვენი უმთავრესი მიზანი ყოველთვის იყო იუვენტუსის ქართველი გულშემატკივრისთვის ინფორმაცია რაც შეიძლება მალე, ხარისხიანად და ამომწურავად მიგვეწოდებინა. 

ეს კურსი არც მომავალში შეიცვლება, რადგან ჩვენ ვაკეთებთ იმას რაც ძალიან გვიყვარს!

გილოცავთ დღევანდელ დღეს!

7 thoughts on “ForzaJuve.Ge 11 წლის გახდა!

  1. წარმატებები. მგონი პირველი დღიდან თქვენთან ვარ და მადლობა ყველაფრისთვის )) <3

  2. გილოცავთ ტიფოზებო )) უკვე დიდი ხანია დღეში 1ხელ მაინც უნდა შემოვიხედო საიტზე )) როგორც იქნა დაგიფასდათ ასე თუ ისე შრომა და რეკლამაც გაიჩითა :D ჯიგრები ხართ <3

  3. უგრმესი მადლობა ყველაფრისთვის !!
    იმისთვის რო გვიზიარებთ იუვეს ყველა ნაბიჯს!!
    რო ერთ ოჯახათ გვაქციეთ ყველა იუვენტინო!!
    გილოცავთ ყველას

  4. გილოცავთ იუვენტინებო … ჩემთვის ეს საიტი უკვე ყოველდღიურობა გახდა, აქ რო არ შემოვიდე მინიმუმ 1–ელ მაინც არ შოიძება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.