ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აარონ რემზი ტურინულ ყოფაზე საუბრობს

აარონ რემზი ტუტოსპორტის ჟურნალისტებს ესაუბრა:

“არსენალთან გართულებული მოლაპარაკებების შემდეგ, იუვენტუსის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ, რომლებსაც ჩემი ხელში ჩაგდება ნებისმიერ ფასად სურდათ. მათმა მუხტმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ჩემპიონთა ლიგა? ბუნებრივია მისი მოგება ჩვენი უმთავრესი მიზანია, მაგრამ იმისათვის, რომ მსგავს ტიტულს დაეპატრონო, აუცილებელია მუხლჩაუხრელად იშრომო და კონცენტრირება წამითაც არ დაკარგო.

სერია ა ტაქტიკურად უფრო რთული ჩემპიონატი რომ არის, ამას ჩემამდეც ბევრი ამბობდა. პრემიერ ლიგაში მსგავს ნიუანსებს, ასეთი დიდი დრო არ ეთმობა..

აქ გუნდები თავს უფრო სიღრმეში იცავენ და შენ ვალდებული ხარ, ნახევარდაცვისგან და მცველებისგან შექმნილი ორი მჭიდრო ზონა ეფექტურად გაჭრა, რაც იოლი არავისთვის არის.

პრემიერ ლიგაში რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა.. იქ მეტი ინტენსიურობაა და ზონებიც უფრო მაღლა არის ამოწეული, რის გამოც ზურგზე თვალები უნდა მიიკერო. თუმცა, პირადად მე მომწონს კალჩოს სტილი და მისი თითოეული დეტალი.

უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ მაქვს პატივი ეს მაისური ვატარო.. მაქსიმუმს ვიზამ, რომ კლუბს წარმატებაში და ტიტულების მოპოვებაში დავეხმარო.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x