ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე გუშინდელ მატჩზე, რომელშიც VAR -ს ჩაეძინა

გუშინდელ შეხვედრას ინტერს და ატალანტას შორის სადავო ეპიზოდების გარეშე არ ჩაუვლია. ჯერ მარტო ის ეპიზოდი, რად ღირს როდესაც ლაუტარო მარტინესი UFC -ის ილეთით ცდილობდა მეტოქის შეჩერებას საკუთარ საჯარიმოში..

საინტერესოა ამ დროს VAR -ი რას აქცევდა ყურადღებას? ეს იყო 100%-იანი წითელი ბარათი და 11-იანი მილანელთა კარში.. 

შესაბამისად, საინტერესო იყო მატჩის დასრულების შემდეგ ანტონიო კონტეს მოსმენა:

ნუ დაგავიწყდებათ ვის წინააღმდეგ გვიწევდა თამაში. ატალანტას უკვე არაერთი სეზონია იგივე ჯგუფი ხელმძღვანელობს და ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას. 

ბერგამოელები სერიოზულ ძალას წარმოადგენენ, ხოლო ჩვენ ამ შეხვედრაში 4 წამყვანი მოთამაშე გვაკლდა.. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ალექსის სანჩესი ფორმაში შევიყვანოთ, მაგრამ როდის დაბრუნება ჯერ არავინ იცის.

ნუ მოტყუვდებით სატურნირო ცხრილში ჩვენი პოზიციით. პრობლემები რომლებიც გუნდში არსებობს რეალურია და მასსზე თვალის დახუჭვა სისულელე იქნებოდა.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi nefaridz
4 years ago

კიდევ ვინც იტყვის იუვეს მსაჯები ეხმარებიანო მატუიდი უნდა ჩაახტეს ხახაში

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x