ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი საორიენტაციო სასტარტოს აქვეყნებს

დღეს, საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება ძალზედ კარგად ორგანიზებული გუნდის წინააღმდეგ. 

შეხვედრა რომში სტადიო ოლიმპიკოზე თბილისის დროით 23:45-ზე დაიწყება

მითუმეტეს გუშინ ბერგამომ ტურინს მცირე საჩუქარი გაუკეთა, როდესაც ინტერთან მატჩი ფრედ დაასრულა და რომ არა VAR -ი, ვინ იცის კიდევ რა მოხდებოდა.. 

თავდაპირველად ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ამ შეხვედრაში გუნდს ფიზიკური კონდიციების პრობლემების გამო გონსალო იგუაინი ვერ დაეხმარება.. 

სხვა მხრივ კი მოდით დავიწყოთ და ვნახოთ ტუტოსპორტი ვის მოიაზრებს სასტარტო შემადგენლობაში:

კარს ვოიცეხ შესნი დაიცავს.. 

ტაქტიკური სქემა უცვლელი 4-3-1-2 იქნება.. ამ მხრივ ნაკლებად მოსალოდნელიც იქნებოდა რაიმე სახის ცვლილება, რადგან იგუაინის არ ყოფნაში 4-3-3 პრაქტიკულად გამოირიცხა. 

დაცვის მარჯვენა ფლანგზე ხუან კუადრადო, ცენტრალურ ზონაში მერიჰ დემირალილეონარდო ბონუჩი, ხოლო მარცხნივ ალექს სანდრო

შუახაზში როდრიგო ბენტანკური და სამი ხედირა განაცხადს მიღმა არიან სხვადასხვა სახის პრობლემების გამო. აქედან გამომდინარე სარის მწირი არჩევანი აქვს. 

ბევრი საუბრობდა ფედერიკო ბერნარდესკის მეცალაზე ხილვას, მაგრამ ტუტოსპორტი მას სასტარტოში არცერთ პოზიციაზე არ მოიაზრებს.

ცენტრში ტრიო ასეთი ისახება: ბლეზ მატუიდი, მირალემ პიანიჩი და ადრიენ რაბიო.. ტრეკუარტისტას როლში კი აარონ რემზი

წინა ხაზში როგორც უკვე გითხარით პიპიტა არ იქნება და აქედან გამომდინარე ერთადერთი ალტერნატივა პაულო დიბალა და კრიშტიანო რონალდუა

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x