ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იგუაინი მატჩზე და პოგბას შესაძლო დაბრუნებაზე

იუვენტუსმა იტალიის თასის 1/8 ფინალში უდინეზესგან ქვა-ქვაზე არ დატოვა. საქმე მხოლოდ შედეგში არ არის.. მთელი შეხვედრის განმავლობაში, ტურინელები სრულად აკონტროლებდნენ სიტუაციას და მეტოქეს მცირედი შანსიც კი არ დაუტოვეს..

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გონსალო იგუაინი შეხვდა:

“დიდი სიამოვნება მივიღე ამ შეხვედრისგან.. პაულო დიბალას ბრწყინვალედ ვუგებ და საერთოდაც, ასეთი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ფეხბურთელებთან ერთად თამაში საოცარი რამ არის.

ვფიქრობ, შექებას მთელი გუნდი იმსახურებს, რადგან თითოეულმა მაქსიმუმი ჩადო ამ შედეგისთვის..

ჩვენი მიზანი ამ ტურნირის მოგებაა და ბუნებრივია, ყველაფერს გავიღებთ სასურველი შედეგის მისაღწევად. 

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იმპულსი გუნდს პარმასთან შეხვედრაშიც გაყვება.. ყველაფერს მოვიმოქმედებ, რათა გუნდს ამ მატჩშიც დავეხმარო გამარჯვების მოპოვებაში.

პოლ პოგბას შესაძლო დაბრუნება? განსაკუთრებულ ფეხბურთელებს ყოველთვის მივესალმებით, მაგრამ გადაწყვეტილებას ხელმძღვანელობა იღებს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x