ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიაცას აგენტი:”მარკო ბედნიერია მოედანზე დაბრუნებით”

მარკო პიაცა

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მწვანე მინდორზე მარკო პიაცა კვლავ ვიხილეთ იუვენტუსის მაისურით.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს მისი საფეხბურთო აგენტი გაესაუბრა:

უსაზღვროდ ბედნიერია, რადგან გაუთავებელი ტრავმების შემდეგ, მას დაუფასდა ის შრომა რაც ამ პერიოდში გასწია.

მარკოს მთავარი მიზანია ის პიაცა გახდეს, რომელიც ტრავმამდე იყო.. საოცრად მოტივირებული და მადლიერია კლუბის მიმართ, რომელიც მაქსიმალურად უდგას ფეხბურთელს გვერდში!

კლუბის თითოეული წევრი ცდილობს სასურველი ფორმის დაბრუნებაში დაეხმაროს და პიაცა ამ ყველაფერს მშვენივრად ხედავს. 

სატრანსფერო თვალსაზრისით ახლა ვერაფერს გეტყვით.. იუვენტუსთან ერთად დავსხდებით და საუკეთესო გზას მოვნახავთ.. 

მაურისიო სარი? პირველივე დღიდან სამწვრთნელო შტაბი მარკოსთან მჭიდრო კონტაქტზე იმყოფება.. უშუალოდ სარი განსაკუთრებულად აფასებს მოთამაშის მახასიათებლებს.. სარის სურს, რომ ჩემმა კლიენტმა ფორმა რაც შეიძლება მალე აღიდგინოს და როგორც მწვრთნელი იგი ამისთვის ყველა ღონეს იხმარს.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x