ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კილიან მბაპე იუვეზე, რონალდუზე, სარიზე და ვერატიზე

Gazzetta dello Sport -ის ჟურნალისტი კილიან მბაპეს დაუკავშირდა და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

იუვენტუსი დიდებული გუნდია.. ვიტყვი, რომ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი.. ამ სიტყვებს მათი შედეგები ამაგრებს.. 

ბოლო რამდენიმე წელია ისინი არაერთხელ იყვნენ ფინალში გასულები, რაც შემთხვევითი ნამდვილად არ არის. 

თუმცა, ტურინელებს ყოველთვის რაღაც აკლდათ, ახლა კი მათ კრიშტიანო რონალდუ დაიმატეს, რომელიც წარმოუდგენელ საქმეებს ჩადის.

ლეო მესი? დაგვიანებულია უკვე მისი კარიერის გამეორება. ამისთვის მონაკოში დარჩენა მართებდა.. ამიტომ შთაგონების წყარო კარიერული თვალსაზრისით კრიშტიანო რონალდუ უნდა გახდეს!

მაურისიო სარი? დიახ, მის ხელში გუნდმა კიდევ უფრო სასიამოვნოდ და ეფექტურად დაიწყო თამაში. არ უნდა დავივიწყოთ ტურინელთა საოცარი შემადგენლობა.. მათ თითოეულ პოზიციაზე ორი უმაღლესი დონის ფეხბურთელი ყავთ. 

მაურო იკარდი? ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფორვარდი, რომელიც აქ მოვიდა იმ განცდით, რომ გუნდს დაეხმაროს.

პირადი ამბიციების გვერდზე გადადებით, არგენტინელმა საკუთარი თავი კიდევ უფრო კარგი კუთხით წარმოაჩინა. ჩვენ ერთმანეთს ჩინებულად ვუგებთ!

ფეხბურთელი რომელმაც გუნდში ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა? მარკო ვერატი! იტალიელი გენიალურია! ნამდვილი ფენომენი! იგი საოცრებებს ჩადის და რომ არა ხშირი ტრავმები, ვფიქრობ მის ამპლუაში მასსზე ძლიერი არავინ იქნებოდა.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x