ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლა სკალაში წარდგენილი დირიჟორ-რეჯისტა, რომელსაც ინტერის ფანები მოუთმენლად ელოდნენ

ინტერმა დირიჟორი წარადგინა!

ყოველშემთხვევაში ლა სკალაში წარდგენა ამ ყველაფერზე ნათლად მოწმობს. დანიელმა ნახევარმცველმა, რომელსაც 28 წელი სულ რაღაც ორ თვეში უსრულდება, კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს.. 

შუახაზელმა მილანელებთან ხელშეკრულება 2024 წლამდე გააფორმა და სეზონში 8-10 მილიონს მიიღებს, სხვადასხვა შედეგებიდან გამომდინარე. 

სხვათაშორის დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრისტიანს ქონდა რეალთან მიღწეული პრინციპული შეთანხმება კონტრაქტთან დაკავშირებით, თუმცა გუნდში ზინედინ ზიდანის მისვლის შემდეგ ეს ვარიანტი დაიბლოკა..

ფრანგი ვერ ხედავდა მას საკუთარი გუნდის შემადგენლობაში და ფლორენტინო პერეს ამ იდეის დავიწყება ურჩია. 

იყო ვარიანტი მანჩესტერ იუნაიტედთან დაკავშირებითაც, მაგრამ ერიქსენს მაშინ ესპანური ვარიანტი უფრო მოწონდა.. ინგლისში ცხოვრება ყელში ქონდა და ატმოსფეროს შეცვლა უპირველესი მიზანი იყო..

იუვენტუსსთან დაკავშირებით ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით..

არაერთხელ გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია, რომ მისი სატრანსფერო მოთხოვნები იუვესთვის არარეალური აღმოჩნდა. თან ბიანკონერი სანდრო ტონალის ვარიანტზე გადაერთო და ფსონი იტალიელზე გააკეთა.

ვნახოთ, რა შედეგს მოუტანს ანტონიო კონტეს კრებულს ერიქსენი რომელსაც უდაოდ კარგი მახასიათებლები აქვს და ლასკალაში მისი წარდგენა, იტალიური გრანდის წარმომადგენლების მხრიდან, გარკვეულწილად ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მათთვის იგი სწორედ ის “რეჯისტაა” რომელსაც ასე დიდხანს ელოდნენ.

წავიდეთ უფრო შორს და გავიხსენოთ ეპოქა, რომელსაც სათავე მაროტამ და კონტემ დაუდეს.. დიახ, პარატიჩიც იყო მაგრამ დამეთანხმებით მაშინ იუვეს ფეხზე დაყენებაში უფრო დიდი წვლილი ანიელი-მაროტა-კონტეს ტრიომ მოახდინა.. 

გახსოვთ პირველი ტრანსფერი? უფასოდ გაფორმებული ანდრეა პირლო.. პოზიცია თუ გახსოვთ? რეჯისტა.. 

ინტერი 2020 წელს – თითქმის იაფად მოყვანილი კრისტიან ერიქსენი..

პოზიცია თითქმის იდენტური.. შედეგი? ვნახოთ.. მაგრამ 10 წლის შემდეგაც კი ჩვენ ვხედავთ ხედვის გამეორებას იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც იუვეს წარმატება მოუტანეს..

იქნება თუ არა ერიქსენი მათთვის ის ვინც საჭიროა, რთული სათქმელია.. ანდრეა ფენომენალური იყო.. უნიკალური და ერთადერთი! ყველაფერთან ერთად მას გუნდში იტალიური გვარდია დახვდა..

საუბარი არ მაქვს დაცვის ტრიოზე – საუბარი მაქვს ჯიჯიზე და ალეზე.. იმ ბუფონზე რომელსაც სწორედ დღეს, 42 წელი შეუსრულდა! ეს კი დიდი ფუნდამენტია იყო! 

ნერიაძურის ტიფოზერიას ისე უხარიათ კრისტიანის გაფორმება, თითქოს სწორედ ეს ადამიანი აკლდათ საბოლოო ნაბიჯის გადასადგამად.. მაგრამ პრობლემა მათთან უფრო გლობალურია.

ინტერი დარბის ყველაზე მეტს სერია ა-ში.. ეს არის ფაქტი და როგორც ჩანს უკვე ნეგატიურად ზემოქმედებს თავად გუნდის შედეგზე.. ხედავთ უკვე, რომ კონტეს ბიჭებმა ქულების კარგვა დაიწყეს..

ფეხბურთელი რომელიც ასეთ დონეზე ასპარეზობს უდაოდ არის დიდი დატვირთვებისთვის მზად.. მაგრამ ინტენსიური ტემპი ინტერზე კი არა, ნებისმიერზე იმოქმედებს ცუდად..

თავად იუვენტუსიც რომ გავიხსენოთ.. აგრესიული პრესინგი მთელს პერიმეტრზე.. ფლანგების ჩქაროსნული ჩართვები და 3-5-2 რომელიც ბევრ მოძრაობას საჭიროებს, თვალნათლივ იკვეთებოდა სეზონის მეორე ნახევრისთვის, როდესაც გუნდი ქულებსაც კარგავდა და ევროპულ ასპარეზე ქანცგაცლილი, უფერული გამოიყურებოდა..

ასე იყო ჩელსიშიც.. ასეა ახლა ინტერშიც.. უფრო დიდი დოზითაც კი..

ერიქსენი დაალაგებს ამ ყველაფერს? დიახ, მას დიდი სივრცე მიეცემა და ექნება სიღრმეში მოთამაშეი პლეიმეიკერის ფუნქცია..

ბედნიერება შეიძლება ითქვას, რადგან მასთან ბურთი მივა და იგი იქნება პასუხისმგებელი, როგორც ამერიკულ ფეხბურთში კვოტერბეკს იგი რამდენიმე ვარიანტთთან რაც შეიძლება სწრაფად, რაც მთავარია ზუსტად გადაგზავნოს..

ვნახოთ.. ფაქტია სერია ა-ში მორიგი ვარსკვლავი გამოჩნდა და კონკურენციის ასამაღლებლად, ეს უდაოდ მისასალმებელი ფაქტია.. 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x