ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯანლუიჯი ბუფონი:”აპრილი და მაისი ყველაფერს გადაწყვეტს”

ჯანლუიჯი ბუფონი რეკორდს რეკორდზე ამყარებს, მაგრამ ყველაზე აღსანიშნავი ის ფაქტია, რომ 42 წლის ასაკში ჯიჯი კვლავინდებურად ჩინებულ კონდიციებში იმყოფება და საერთოდ არ ფიქრობს კარიერის დასრულებაზე:

“გარკვეული წლების წინ ეს საღამო უფრო ხმაურიანი იქნებოდა, მაგრამ ფაქტია სახეზე ღიმილი უნდა გაგაჩნდეს, მას შემდეგ რასაც შენს უკან დაინახავ.. ფანტასტიკურ გზას, რომელიც მაღლა აწეული თავით გავიარე. 

ბუნებრივია ასეთ დღეს ვერ გამოვტოვებთ იმ ტრაგიკულ შემთხვევასაც, რომელიც კობი ბრაიანტს შეემთხვა.. ეს რაღაც დაუჯერებელი და საოცრად სევდიანია.. ხედავ ლეგენდარულ პიროვნებას, რომლის ცხოვრება ასე ადრე სრულდება..

სწორედ ამ წამს ხვდები, რომ სამუდამო არაფერია.. ხელშეუხებელი არავინ არის.. შენ ერთი რიგითი ადამიანი ხარ, რომელსაც არავინ იცის მომდევნო წამს რა შეიძლება დაემართოს.. 

ნაპოლისთან მარცხზე მწვრთნელმაც ისაუბრა და მას სრულებით ვეთანხმები.. იუვენტუს არ გააჩნდა საჭირო აგრესია.. უფრო მეტი, კონცენტრირება რომ რაიმე შეეცვალა..

ჩვენ თითქოს გვეგონა, რომ მარტივად შევძლებდით სასურველი მიზნის მიღწევას.. მწვრთნელი ეცადა გუნდის გამოფხიზლებას, მაგრამ.. 

ასეთი რამ დაუშვებელია.. შენ იუვენტუსი ხარ და ვალდებულება გაქვს აღებული, რომ მაქსიმუმი გაიღო წარმატებისთვის.. 

დარწმუნებული ვარ, ამ თამაში შეგვეძლო წარმატების მიღწევა.. ამაზე უფრო რთულ მდგომარეობაშიც ვყოფილვართ, მაგრამ ძალების მოკრებით სასურველი შედეგი დაგვიდია.. ასე რომ შეუძლებელი არაფერია და აქედან კარგი გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ.

კონკურენტების მხრივ, დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო რომ ინტერიც და ლაციოც ბოლომდე იბრძოლებენ.. რომაელებმა ჯერ კიდევ შარშანდელ სეზონში დაგვიმტკიცეს, რომ რაოდენ სერიოზულები არიან.. 

მილანელებს რაც შეეხებათ, ანტონიო კონტე ვინმესგან ზედმეტ წარდგენას არ საჭიროებს. იგი მომთხოვნი და დისციპლინის მოყვარული სპეციალისტია.. ქარიზმატული და ენერგიით სავსე, რომელსაც ფეხბურთელებს უსაზღვროდ უზიარებს.. ისინი დამუხტულები არიან და ეს ბოლო წამამდე გაყვებათ.

მომავალთან დაკავშირებით საუბარი მიჭირს.. უმჯობესია აპრილსა და მაის დაველოდოთ.. თუ რაიმე კატასტროფული კრახი არ განვიცადე, მაშინ ჩემს კარიერაში ახალ თავს გავხსნი..

ჩვენ დიდებულ საქმეს მივუყვებით.. თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ეს ჰაერზე ნათქვამი სიტყვები არ არის.. თუ შენ შინაგანად გაქვს ამბიცია და ენერგია, მაშინ უკან არაფერზე დაიხევ.. მე კი ეს ყველაფერი საკმარისზე მეტად მაქვს და შეჩერებას ჯერ არ ვგეგმავ.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x