ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინული ამბები ბოლო 24 საათის მანძილზე

ფაბიო პარატიჩი

თავდაპირველად საუბარი პაულო დიბალას ეხება. მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება დიდი ხანია რაც ჩაინიშნა და საქმე პოზიტიურად ვითარდება. 

ბიანკონერის ხელმძღვანელობას თადარიგის დაჭერა სურს.. როგორც ჩანს მათთვის მიმდინარე ასპარეზობა საკმარისი აღმოჩნდა დარწმუნებილიყვნენ, რომ არგენტინელი კლუბის სამომავლო პროექტში აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს.

კორიერე ტორინოს ინფორმაციით საქმე მხოლოდ დიბალაში არ არის.. გუნდს მთელი რიგი გადაწყვეტილებები აქვს მისაღები..

მაგალითად იგივე ვოიცეხ შესნისთან დაკავშირებით. პოლონელი დღეისათვის ნომერ 1 არჩევანია, მაგრამ მედიაში არ წყდება საუბარი მანუელ ნოიერსა და ჯანლუიჯი დონარუმასთან დაკავშირებით.. 

მანამდე სანამ მეკარის პოზიციაზე მიმდინარეობს მსჯელობა, მოდით გავიხედოთ ესპანეთისკენ სადაც ინტერესო ცნობებს წავაწყდებით..

ივან რაკიტიჩის დამატების იდეა არავის დავიწყებია.. 2021 წელს ხორვატი თავისუფალი აგენტი ხდება და აქედან გამომდინარე, კატალონიელები მის გასხვისებაზე მუშაობენ..

ზამთარში ეს უკვე ვეღარ მოესწრება, მაგრამ ზაფხულში წესით და რიგით საქმემ ლოგიკური დასასრული უნდა პოვოს.. ბიანკონერი კვლავინდებურად რჩება ნომერ პირველ კანდიდატად მის ხელში ჩასაგდებად.

ემრე ჯანთან დაკავშირებით სიტუაცია ტონალურ რეჟიმში იმყოფება. გერმანელი ნახევარმცველის თაობაზე 23 მილიონიანი წინადადების არის შესული, რაც ბიანკონერის არ აკმაყოფილებს.

იმ შემთხვევაში თუ ბორუსია აღნიშნულ ციფრს 30 მილიონამდე გაზრდის, მაშინ ტრასფერი შედგება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანი ტურინში დარჩება. 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x