ტურინელები ჯანის გარდა მეორე ტრანსფერის დახურვაზეც მუშაობენ

ფაბიო პარატიჩი
ემრე ჯანის პარალელურად იუვენტუსი დიდი ალბათობით მეორე ტრანსფერსაც დახურავს.
მარკო პიაცა რომელიც ახლოს იყო კალიარიში გადასვლაზე, ახლა სრულებით სხვა მიმართულებით აპირებს წასვლას.
ბიანკონერი ბელგიურ ანდერლეხტთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და თუ ევროპულ მედიას დავუჯერებთ, მხარეებმა ყველაფერი შეათნხმეს.
სხვადასხვა გამომცემლობის მტკიცებით ხორვატს დღეს სამედიცინო შემოწმებისთვის ელიან, რის შემდეგაც ბელგიურ გრანდთან კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმებს.
კლუბებს შორის შეთანხმება არენდაზე იქნება, ხოლო სეზონის ბოლოს ანდერლეხტს გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
გადაშავდა უკვე და პიაცაც წავიდა ოფიციალურად
ოფიციალურად ჯანი გადავია დორტმუნდში… ისე რომამ ფლორენცი ვალენსიაშ გაუშა და ჩვენ რო დაგვეთრია არა? ძინავთ ჩვენებს თუ რა ხდება?