ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი ემრე ჯანთან დაკავშირებით დეტალურ ცნობებს აქვეყნებს

ტუტოსპორტი დილიდან ემრე ჯანის სიტუაციაზე საუბრობს.

ტრანსფერი ჯერჯერობით ოფიციალურად არ დახურულა, თუმცა მხარეები კონტრაქტის გაფორმებასთან ძალზედ ახლოს არიან. 

ემრეს ტურინული კარიერა ვერა და ვერ აეწყო.. მისი ტრანსფერი ლივერპულიდან ფრიად ოპტიმისტურად ფასდებოდა, მაგრამ კარგ მატჩებს – უსახური შეხვედრები ცვლიდა..

ერთი პერიოდი მაქს ალეგრიმ თითქოს იპოვა მისთვის კომფორტული პოზიცია, მაგრამ გუნდში მაურისიო სარის მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. 

დეტალებს რომ ჩავურღმავდეთ, ტრანსფერს შემდეგი ფორმულა ექნება – არენდა მიმდინარე სეზონის ბოლომდე, რის შემდეგაც ბორუსია ჯანს 30 მილიონ ევროდ გამოისყიდის. 

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მხარეები დღესვე ინფორმაციას ოფიციალურად დაადასტურებენ. 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x