ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარის მატჩისშემდგომი კომენტარი

ტურინელებმა მორიგ გამარჯვებას მიაღწიეს. მაურისიო სარის გუნდმა ფიორენტინას უმასპინძლა და მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანა.

ჟურნალისტები მატჩის დასრულების შემდეგ ტრადიციულად მთავარ მწვრთნელს გაესაუბრნენ:

“მატჩი რთული გამოდგა, რადგან ფიორეს მიმდინარე წელს ერთი მატჩიც კი არ ქონდა წაგებული.. 

დუგლას კოშტა მინდორზე ტაქტიკური ასპექტიდან გამომდინარე გამოვიყვანე.. ვიცოდი, რომ იები მოედნის ცენტრში მცირეოდენ სივრცესაც შეგვიზღუდავდნენ. 

მართალია ბრაზილიელი ფლანგიდან იწყებს მანევრს და სიცვრიდან გამომდინარე, არაერთ ხიფათს ქმნის, მაგრამ ჩემი პირადი შეხედულებით იგი ჯერ კიდევ არ არის სათანადო კონდიციებში. 

პაულო დიბალას სკამზე დატოვება, ფაქტიურად ცოდვის ტოლფასია მაგრამ გადახედეთ შემადგენლობას.. ჩვენს რიგებში ფანტასტიური შემტევები ირიცხებიან და თითოეულის ერთდროულად გამოყენება პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

ბალანსი უპირველესი რამ არის და ფიორესთან შეტევაში, გონალო იგუაინის გამოყენება უფრო მიზანშეწონილი იყო.

ოთხივე შემტევი რომ გამოგვეყანა მინდორზე, ამ დროს სხვა მახასიათებლების მოვიკლებდით, რაც საბოლოო ჯამში გუნდის ხარისხზე და შედეგზე მეტად ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენდა. 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x