ფეხბურთელების შეფასებები
გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს ფიორენტინასთან გამართული დაპირისპირების შემდეგ:
შესნი – 7 – პირველ ნახევარში მისმა მოქმედებებმა გუნდს თამაშის სასურველ კალაპოტში წასვლის საშაულება მისცა. ყოველთვის კონცენტრირებული და საიმედო.
კუადრადო – 6.5 – როდესაც მეტოქე ტურინელთა წინააღმდეგ გაუვალ კედელს აყენებს, მხოლოდ ორად ორს შეუძლია მათი დაძლევა და ეს დუგლას კოშტა ან ხუან კუადრადოა.. პუნქტულური და ეფექტური!
დე ლიხტი – 7.5 – ანადგურებს და აჩერებს ყველაფერს რაც მის ზონაში მიიწევს. იტანს გოლს და ასპარეზობს იმ სიმაღლეზე, რასაც მისგან ელიან.
ბონუჩი – 7 – მშვენიერი ასპარეზობა იუვენტუსის ამჟამინდელი კაპიტნის შესრულებით. კარგი ტანდემი დე ლიხტთან და რამდენიმე შემტევ მანევრირებაშიც, ტრადიციულად პროდუქტიულია.
ალექს სანდრო – 6.5 – ბრძოლა ნიკოლა ლიროლას წინააღმდეგ წარმატებით დასრულდა. მისი ფრთიდან მეტოქეს ფაქტიურად არაფერი არ შეუქმნია.
ბენტანკური – 6.5 – 4-3-3 ფორმაციაში თავს ძალზედ კომფორტულად გრძნობს. კარგია, როგორც ართმევაში, ასევე ზონებს შორის გადაადგილებაში. შეიძლება თამამად ითქვას, რომ თამაშიდან თამაშამდე უმატებს.
პიანიჩი – 6 – კიეზა და გაზელი დიდი წნეხის ქვეშ აქცევენ. უქმნიან პრობლემებს, რითაც ხშირ შემთხვევაში მირალემს ტემპის დაგდება და შეტევის განსავითარებლად მეტი შეხება უხდებოდა..
რაბიო – 7 – ფრანგი ფეხბურთელი სულ უფრო მეტად შედის ფორმაში. მისი ტექნიკური მახასიათებლები და ზონებს შორის თამაში, იუვეს სარისეული ფილოსოფიის თვალსაზრისით დიდ დახმარებას უწევს.
დუგლას კოშტა – 6.5 – აგრესიულად იწყებს. დიდი ინტენსიურობით აწუხებს მეტოქეს. ხშირ შემთხვევაში ისე ხდებოდა, რომ თანაგუნდელებისგან სათანადო დახმარებას ვერ ღებულობდა. მის წინააღმდეგ უხეშობასაც არ ერიდებოდნენ, რის გამოც მწვრთნელმა მეორე ტაიმში მისი მოედნიდან გაყვანა გადაწყვიტა.
იგუაინი – 6 – არ იყო მისი დღე.. ბევრი შეცდომა დაუშვა.. იბრძოდა და პარტნიორებს სივრცეს უთავისუფლებდა, მაგრამ.. მისი დონის ფორვარდისთვის ეს არ არის საკმარისი..
დიბალა – 6.5 – 67 წუთიდან – სულ რამდენიმე წუთი ჭირდება, რომ თამაშის რიტმი დაიჭიროს.. ამტკიცებს, რომ დღევანდელ ფორმაციაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
რონალდუ – 7.5 – მეცხრე მატჩია ზედიზედ რაც მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. დუბლით პირადი რეკორდიც დაამყარა.. პორტუგალიელი განაგრძობს შედეგიან თამაშს.
სარი – 7 – ხისტი მეტოქე.. რთული პირველი ტაიმი, მაგრამ მეორე ტაიმში გუნდის საჭირო რელსებზე დაყენება. ეს გამარჯვება მის აქტივშიც უნდა შევიტანოთ.