ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პარატიჩის გეგმა ფედერიკო კიეზასთან დაკავშირებით

იტალიური მედია საინტერესო ცნობებს აქვეყნებს რიკარდო ორსოლინისთან დაკავშირებით.

საქმე იმაშია, რომ უკვე ორი დღეა აქტიურად იწერება მისი იუვენტუსში დაბრუნებაზე.. 

როგორც მოგეხსენებათ ბოლონიამ ბიანკონერისგან კი შეიძინა ახალგაზრდა შემტევი, მაგრამ კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის თანახმადაც იტალიის მოქმედ ჩემპიონს კონკრეტული თანხის სანაცვლოდ მისი გამოსყიდვა შეუძლია.

ორსოლინი უდაოდ პოზიტიურად ირჯება და კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ტურინელებს მისი დაბრუნება კონკრეტული მიზეზით სურთ.

არავისთვის არის სიახლე, რომ ფედერიკო კიეზა ფაბიო პარატიჩის გეგმებში უკვე დიდი ხანია რაც მოექცა..

გასულ ზაფხულსაც ცდილობდა მის ხელში ჩაგდებას, მაგრამ როკო კომისომ მაქსიმუმი გაიღო მის შესანარჩუნებლად.

რთულად წარმოსადგენია, რომ მან ეს მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც მოახერხოს.. 

იუვენტუსი მზად არის ფიორენტინასთან მორიგი გარიგების დასახურად.. დღეისათვის კიეზას ღირებულება 50 მილიონს გაუტოლდა, ხოლო მის კომპენსირებას ბიანკონერი სწორედ ორსოლინის შეთავაზებით აპირებს. 

პარატიჩის იმედი აქვს, რომ 30-35 მილიონს + ორსოლინის სატრანსფერო უფლებები დააკმაყოფილებს იებს, რომლებიც მსუყე თანხასთან ერთად ნიჭიერ შემტევს მიიღებენ, რომელსაც ნომინალურად შეუძლია იმავე პოზიციაზე ასპარეზობა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x