ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია:”პიანიჩის ტურინული დღეები დათვლილია”

მირალემ პიანიჩის ტურინული დღეები დათვლილია..

ასეთ ხმაურიანი განცხადება არაერთმა იტალიურმა წყარომ გამოაქვეყნა და ამის მიზეზი მის მიმართ მაურისიო სარის უკმაყოფილებაა..

საქმე პირად ურთიერთობას არ ეხება.. მხარეებს შორის არანაირი კონფლიქტი არ არსებობდა. თემა, უშუალოდ საფეხბურთო მოედნის გარშემოა..

სარი ტურინში მოსვლის პირველივე წამიდან ამბობდა, რომ მის სათამაშო ფილოსოფიაში მირალემს ფუნდამენტური როლი ექნებოდა..

თუმცა, ჯერჯერობით მწვრთნელმა ვერ მიიღო მისგან ის, რასაც ელოდა და დიდი ალბათობით ფაბიო პარატიჩის მის გასხვისებაზე დათანხმდება.

რა ხდება ალტერნატიულ ფრონტზე? ჟორჟინიოს აგენტის კომენტარმა, ამ მხრივ გარკვეული კონტურები უკვე მოხაზა:

იუვენტუსი? რატომაც არა? უდაოდ განსაკუთრებულ გუნდზე ვსაუბრობთ და იქ მოხვედრაზე ყველა ოცნებობს.

თამამად გეტყვით, რომ ველი უახლოეს პერიოდში წინადადებას, რომელიც ვფიქრობ, დიდ დაინტერესებას გამოიწვევს..”

ნატურალიზებული იტალიელი შუახაზელი სწორედ სარისთან მუშაობით გახდა, თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო..

იგი იდეალურად ჯდება მის სათამაშო ფილოსოფიაში და აქედან გამომდინარე, ტურინელები მაქსიმალურად ეცდებიან ბოსნიელის სანაცვლოდ აღებული სახსრებით, სწორედ მის გაფორმებას.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Rmz
Rmz
5 years ago

ჟორჟინიო თუ მოიყვანეს მაშინ ტონალის აღარ იყიდიან, ამიტომ ჯობია ტონალიზე გააკეთონ აქცენტი, მჯერა მაგარი იგროკი დადგება.

ALLENATORE
5 years ago

Pinichi arasdros ar yopila didi fexburteli ))) pogba ro gayides eg iyides kapikebshi ) da imedi iyo imis ro ufro gaixsenboda iuveshi )) samwuxarod eg ar moxda )) ashkaraa ro klasi ar aqvs ))) tipi tveshi ertxel tu itamashebs normalur tamashss egaaa ))) jorjinios didi fani arasodes vyopilvar magram wels lampardtanac ar daikarga da sakaipod akontrolebs temps centrshi )) pasis kultura aqvs magal doneze , bevrs mozraobs mcvelebis win da sul ixsneba burtis amosatanad dacvidan )) pianichis me ar mjera ))) magis matarebelma chaiara da gasayidia ashkarad )))) jorjiniostan ertad pogba ro moiyvanon saertod gaasworebs ))) remzis imedic davkarge )))… Read more »

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
5 years ago

ფორმაში არაა და ალაპარაკდნენ სისულელე მგონია! ამას არავინ გაუშვებს.ჩემი აზრით დროებითია ამის ფორმაში არყოფნა :) ვერონასთან დაასვენოს სარიმ და თასზე ათამაშოს მილანთან კაი იქნებოდა.რაბიო კიდე როგორ ათამაშდა სულ უმატებს ტიპი.

giorgi mamasaxlisi
juventino
5 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

ragaca dzalian xoar gaugrdzelda es pormashi ar yopna? magisi kargi tamashi ukve bundovnadac agar maxsovs.arazusti pasebi da magis dakargulit gashvebuli golebi an saxipato momentebi kidev dzalian dagrovda.ashkarad regresi aqvs tips da konkretul momentshi cud pormashi yopnas ar gaqvs ukve es yvelaperi

lasha naxucrishvili
5 years ago
Reply to  juventino

გეთანხმები მართლა გაუგრძელდა მარა მე იმედს არ ვკარგავ

giorgi mamasaxlisi
juventino
5 years ago

eh chemo dzmao 20 welia juves vqomagob da imedis da vercxlis medlebis garda araperi dagvrchenia :D cuadradom pasi ar icis matuidize ro agaraperi vtqvat.amanac tu auria da aba ligas mtawmindidanac ar dagvanaxeben.arada exla liverpoolis garda stabiluri arcerti grandi araa da wels yvelaze kargi shansia ligis mogebis.mara amdeni shecdomit rasac ert tamashze ushveben da tanac rogor gundebtan magrad gagvichirdeba.

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

დიდად არც ჟორჟიკა მევასება მაგრამ პიანიაჩს ასი თავით ჯობია, ოღონდაც ეს უემოციო ზანტი მოგვშორდეს ოღონდაც რა

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x