ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Calciomercato:”იუვე იტალიელთა რაზმის გაზრდაზე მუშაობს”

ფაბიო პარატიჩი

Calciomercato დღევანდელ დღეს იუვენტუსის სატრანსფერო პოლიტიკაზე იწყებს, ოღონდ უშუალოდ იტალიელ ფეხბურთელებთან მიმართებაში..

ეტაპობრივად ვუყურებთ, როგორ კლებულობს იტალიელთა დიასპორა გუნდში, სადაც აპენინელებს განსაკუთრებული პოზიციები ეკავათ.

თავად შეხედეთ ერთი წლის წინ გუნდი ჯანლუიჯი ბუფონმა დატოვა, ანდრეა ბარძალიმ კარიერა დაასრულა.. სტეფანო სტურარო, მოიზე კინი, ლეონარდო სპინაცოლა და მატია პერინი ასევე გაასხვისეს..

არასახარბიელო სიტუაცია აქვთ ამჟამინდელ იტალიელებსაც.. მატია დე შილიო, ფედერიკო ბერნარდესკი, დანიელე რუგანი – სატრანსფერო ჭორების ხშირი ფიგურები არიან.. ჯორჯო კიელინი უკვე ასაკშია და ძალიან მძიმე ტრავმა აქვს გადატანილი..

აქედან გამომდინარე გუნდი ტრავმირებულ ნიკოლო ძანიოლოს დამატებას გეგმავს.. რიკარდო ორსოლინი ტურინში დაბრუნდება, მას შემდეგ რაც ფაბიო პარატიჩი ბოლონიელებთან გამოსყიდვის საქმეს დაასრულებს. 

ფედერიკო კიეზაზე მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია დაწყებულია..

თუმცა, ყველაზე მთავარი ტრანსფერი რაც ბიანკონერის სურს სანდრო ტონალია.. იტალიელი შუახაზელი არაერთი გრანდის ყურადღების ცენტრშია და მისი ფასი ეტაპობრივად იზრდება.. 

მიუხედავად სირთულეებისა, იუვე 50 მილიონის გადახდას აპირებს.. ყველაფერთან ერთად ფეხბურთელთანაც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რომ მისმა არჩევანმა ტრანსფერზე ზეგავლენა მოახდინოს.

კიდევ ერთი ფიგურა ემერსონ პალმერია რომელიც მაურისიო სარისთვის კარგად ნაცნობი ფიგურაა.. იქნებ და სწორედ ის გახდეს, ვინც მარცხენა ფლანგზე ალექს სანდროს კონკურენციას გაუწევს..

ლუკა პელეგრინი იუვემ უკვე შეიძინა, მაგრამ დაიბრუნებს თუ არა ზაფხულში ჯერ არავინ იცის.. თავად ფეხბურთელი ცუდ შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს.

ჩვენი საიტის მეშვეობით ასევე შეიტყობდით, რომ კლუბი ჯანლუიჯი დონარუმას დამატების ვარიანტსაც განიხილავს. ვოიცეხ შესნისთან კონტრაქტის გახანგრძლივება ჭიანურდება, რაც ამ ინფორმაციას უფრო რეალურს ხდის.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x