მაურისიო სარის ფავორიტი იუვენტინოები
ტუტოიუვემ ძალზედ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც მიმდინარე სეზონში იუვენტუსის ფეხბურთელების მოედანზე გატარებულ წუთებს ასახავს.
მაურისიო სარის საყვარელ მოთამაშეთა რიგებში, მოწინავე პოზიციებზე იმყოფებიან ლეონარდო ბონუჩი (2596 წუთი), კრიშტიანო რონალდუ (2387 წუთი), მირალემ პიანიჩი (2357 წუთი) და ალექს სანდრო (2173 წუთი)..
ბრაზილიელთან მიმართებაში ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ იგი ფაქტიურად შემცვლელის გარეშე ირჯება.
ხოლო ბონუჩის ლიდერობა დამოკიდებული არის კიელინის ტრავმაზე, რომელსაც სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა.
1500 წუთზე მეტი შემდეგმა მოთამაშეებმა ითამაშეს – ხუან კუადრადო (1950 წუთი), ვოიცეხ შესნი (1890 წუთი), მატეის დე ლიხტი (1885 წუთი), ბლეზ მატუიდი (1860 წუთი) და პაულო დიბალა (1655 წუთი)..
მატეის დე ლიხტი თუ გავითვალისწინებთ იმ კრიტიკას რაც საწყის ეტაპზე ქონდა, ბუნებრივია უცნაურს ხდის ამდენ წუთს.. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პიპიტას უფრო დიდი დრო აქვს ვიდრე დიბალას..
1000 წუთზე მეტი შემდეგ მოთამაშეებს დაუგროვდათ – როდრიგო ბენტანკური (1480 წუთი), ადრიენ რაბიო (1258 წუთი), დანილო (1084 წუთი), ფედერიკო ბერნარდესკი (1043).. საინტერესოა, რომ დანილოს უფრო მეტი აქვს ვიდრე ბერნარდესკის..
აუტსაიდერები გარკვეული მიზეზების გამო, შემდეგი მოთამაშეები არიან – სამი ხედირა (950 წუთი), ჯანლუიჯი ბუფონი (900 წუთი), აარონ რემზი (759 წუთი), მატია დე შილიო (618 წუთი), მერიჰ დემირალი (559 წუთი) და დანიელე რუგანი (450 წუთი)
ამ სიაში არ არიან შეყვანილი დუგლას კოშტა თავისი 548 წუთით, რაც მის გაუთავებელ ტრავმებთან არის დაკავშირებული და ჯორჯო კიელინი.. იტალიელსაც ანალოგიური მიზეზი აქვს.. ტრავმამდე მხოლოდ 90 წუთი ქონდა დაგროვებული.
პირლოსთვის მწვრთნელობის ინსპირაცია ანტონიო კონტე გამოდგა. „მაესტროს“ განცხადებით, ის საუკეთესოა, ვისთანაც უმუშავია და გამარჯვებითაა დაავადებული.
ესეც კარგი ქქინძია ტიპს ლიპი ყავდა ანჩე ყავდა ალეგრი ყავდა და კონტეო. ))))
აუ ამ ბერნას რა სჭირს ტო. რით ვერ აეწყო ვერ ვხვდები.
თავისი ნიჭის ტყვეობაშია :D
დანილო რო ბერნაზე მეტს თამაშობს საინტერესო რატოა)))