განახლებული ცნობები პაულო დიბალას კონტრაქტთან დაკავშირებით
ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობია, რომ პაულო დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივების პროცესი უკვე დიდი ხანია რაც დაიწყო.
გუშინ, ამ თემასთან დაკავშირებით, რამდენიმე წყარომ განახლებული ცნობები შემოგვთავაზა.
ბიანკონერის ხელმძღვანელობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი არგენტინელის შენარჩუნება..
მიუხედავად შარშანდელი სეზონისა, სადაც ლა ჯოია გუნდის დატოვებასთან ახლოს იყო, როგორც ჩანს ბორდმა საკუთარი მოსაზრება ერთხელ და სამუდამოდ შეცვალა.
ფაბიო პარატიჩი მზად არის არგენტინელ შემტევს მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლამდე გაუხანგრძლივოს და სეზონში გასამრჯელოს სახით 10 მილიონი ევრო შეთავაზოს.
მიმდინარე სეზონში იუვეს 10-იანის ანგარიშზე 28 შეხვედრაში 11 გატანილი გოლი და 11 საგოლე გადაცემა ირიცხება.
რას ფიქრობთ რონი გაიბრწყინებს დგესაც ნეტა
წესით ჰეტრიკის დროაქ ;)