ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს გუშინდელი უსახური მატჩის შემდეგ, რომელიც ვერონასთან გაიმართა:

შესნი – 6 – პირველ ნახევარში, როდესაც ტურინელები მთელ რიგ პრობლემებს განიცდიდან, იყო ეპიზოდები სადაც შესნი საიმედოდ ირჯებოდა. იგივეს ვერ ვიტყვით მეორე ტაიმზე, სადაც გუნდმა უაზრო ბურთები გაუშვა და გარკვეულწილად ეს მეკარის არადამაჯერებელი მოქმედებების გამოც მოხდა.

კუადრადო – 5.5 – ლაზოვიჩთან დუელი ბევრ ენერგიად დაუჯდა.. სპრინტები კი ქონდა, მაგრამ ძალიან ბევრ ტექნიკურ შეცდომას უშვებდა.. ერთი სიტყვით გამოთიშული იყო სათამაშო რიტმს.

ბონუჩი – 5.5 – ეს ის შემთხვევაა როდესაც შეცდომებს უშვებდა გამოცდილი და ახალგაზრდა მის განეიტრალებს ცდილობდა. ბევრი ტექნიკური წუნი კუადრადოს მსგავსად.. პოზიციური შეცდომები და მეორე სართულზე არადამეჯერებელი ქმედებები.. ინიშნება 11-იანი, რომლის მთავარი მონაწილეც თავად არის.

დე ლიხტი – 6 – ჰოლანდიელი იდგა მყარად და ცდილობდა უკანა ხაზში დაფიქსირებული თავისუფალი ზონების შევსებას.. არავის და არაფერს ატარებდა.. იდგა ისე, როგორც ეს იუვენტუსის ცენტრალურ მცველს შეშვენის.. 

ალექს სანდრო – 5 – ეს ის შეხვედრაა, სადაც ბრაზილიელი გარკვეულ დონეზე უკეთესად შეტევაში მოქმედებდა, ვიდრე დაცვაში.. მის ფლანგზე იყო ქაოსი და თუ რამე იქმნებოდა, სწორედ ბრაზილიელის დაჩაგვრის შედეგია.. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სანდროს პირველ ტაიმში სისხლი გაუშრეს..

პიანიჩი – 4.5 – არანაირი დირიჟორი, რეჯისტა ან მსგავსი ეპითეტი.. ეს იყო გზა აბნეული ნახევარმცველი, რომელიც სრულებით კონტროლირდებოდა მეტოქის მხრიდან.. არანაირი იდეა, ტემპის დაჭერა ან მცდელობაც კი.

რაბიო – 5 – თუ მეტოქე ამოსუნთქვისთვის ტემპს აგდებდა, სწორედ აქ ვხვდებოდით რომ ფრანგი მინდორზე მართლაც მოქმედებდა.. ალბათ ბევრმა იფიქრა, რომ მის ნაცვლად მატუიდის ყოფნა გუნდს უფრო დიდ დახმარებას გაუწევდა..

ბენტანკური – 5 – ერთადერთი ღირებული რაც ურუგვაელმა გააკეთა, იყო რონალდუსთან გათამაშებული კედელი, რომელიც პორტუგალიელის გოლით დასრულდა.

კოშტა – 6.5 – რეაქტიული.. მუდმივად ეძებდა თავისუფალ სივრცეებს.. საერთოდ იყო გუნდს მოწყვეტილი და არანაირ დახმარებას არ ღებულობდა ნახევარმცველებისგან, მაგრამ პირველ ტაიმში ინდივიდუალურად შეეძლო საკუთარი გუნდის დაწინაურება. მეორე ტაიმში იღებს ტრავმას და ტოვებს მინდორს..

რემზი – 5 – 72 წუთიდან – თითქოს არც ამდგარა სათადარიგოთა სკამიდან.

იგუაინი – 5 – დაიწყო ნორმალურად, მაგრამ მერე სადღაც გაუჩინარდა.. შესაძლოა ვერონაში კონკრეტული ადგილი ეგულებოდა, სადაც გემრიელ სტეიკს ან პიცას აცხობდნენ.. სხვაგვარად ავხსნათ მისი ქმედებები პირველ ტაიმში შეუძლებელია, რადგან რონალდუსთან 45 წუთში 1 გადაცემა უფიქსირდება.

დიბალა – 59 წუთიდან – 6 – მოედანზე გამოჩენისთანავე ჰაილაითს ქმნის.. ცდილობს ზონებს შორის პარტნიორებს კომბინირებისთვის საკუთარი თავი შეთავაზოს.. ჩნდება საჭირო ადგილას, რათა მეტოქის კარს დაემუქროს, მაგრამ მიზანი ვერა და ვერ გაისწორა.

რონალდუ – 7 – ფანტასტიურ ფორმაშია.. გუნდი უფრო რეგრესისკენ მიდის, ხოლო პორტუგალიელი მაქსიმუმს იღებს, რომ ჩაძირვისკენ მიმავალი გემი როგორმე იხსნას.. გოლი რომელიც გაიტანა, იყო ინდივიდუალური ქმედებების სრული დემონსტრირება..

სარი – 5 – რთული მატჩი.. მან ეს იცოდა და მიიღო.. მაგრამ რა მოიმოქმედა? ბენტანკურის ნაცვლად დე შილიო.. მაურისიოსთან კითხვები გროვდება.

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
4 years ago

უნიკალური ერი ვართ ქართველები ანალოგიური სხვა რომ არ მოგვეპოვება. ამ ბანძ სერიალის მოგებას რა უნდაო, თან სერიალის სიბანძეს მუდამ ხაზს ვუსვამთ, ამან გაგვასწრო იმან გაგვასწრო….ლიგაზე იმიტომ ვერ ქაჩავს იუვე სერიალი არის სუსტი და უკვე მარტში მოგებული აქო.
აგერ წელს დაძაბულია ქულაში და ახლა რატომაა დაძაბულიო წელს სკუდეტოსაც ვერ მოვიგებთო. ვაი ვუი და ვაი ვუი. ნეტავ ღმერთს შეუქმნია რამე რომ მოგვეწონოს ჩვენ?

seba
შურა ბალაგანოვი
4 years ago

უბედურება რაა იცი? სერია ა ისევ იმ დონისაა, იუვე გაბანძდა მხოლოდ.

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
4 years ago

ინტერის და ლაციოს ქულები შეადარე შარშანდელთან.

ლაშა ცხვარაძე

აბა ვისშია ჩემი ძმა პრობლემა რომელს ყავს ჩვენზე უკეთესი გუნდი? ყველა ცოტა ძლიერმა გუნდმა გვათრია ნახევარდაცვაში რო პრობლემა ეგ გასაგებია მარა ამდენი ხანია გუნდს ვერ გააგებია რა არის მისი ფეხბურთი სარიბოლი რა რესურსიც გაქ იმით უნდა ითამაშო რა ინტერის და ლაციოს ნახევარ დაცვა ჩვენსას რითი ჯობია ? ასე შენი აზრით ლიგას მოვიგებთ შეიძლება მერვედფინალიდან გავაღწიოთ იმიტო რო სუსტი გუნდი შეგვხვდა მარა მერე გადაგვივლიან როცა ქულაში მოგდევს მეტოქე ასეთი თამაში არ უნდა წააგო ვერონას თუ ვერ მოუგე აბა ვის უნდა მოუგო მაგის დიდი მწვრთბნელობა არ გაიშვას მოუგებს სპალს იმასაც თუ მოუგო და მერე იბლატავებს გუნდი დღითი დღე იზრდებაო ეს უბრალოდ დაცინვაა… Read more »

seba
შურა ბალაგანოვი
4 years ago

ქულების შედარება რად მინდა? იუვენტუსის თამაში შეადარე შარშანდელთან.

lasha naxucrishvili
4 years ago

ეხლა ვერონასნაირ გუნდებს ეს ნახევარდაცვაც ყოფნის ბრატცი.მე არ ვფიქრობ რო ამ გუნდს სერიოზული პრობლემები აქვს.პრობლემა ტაკტიკაშია ჩემი აზრით.ან წლევანდელი ნაპოლი რა გუნდია და ლაციოსაც თავისუფლად უნდა ვუგებდეთ ამ სასტავით

Del_Piero
Del_Piero
4 years ago

აქ ძმაო ოღონდ სარი გააპრავონ და ნახევარდაცვას კი არა მასაჟისტებსაც დააბრალებენ მალე. სასტავი პიანიჩს აგდებს და სარის ნაშა ჟორჟინიო მოყავთ. ვითომ მაგის ერთი ნაშა რო დგას ტყუილა შეტევაში ეგ არ ყოფნის, მეორეც უნდა მოუყვანონ. :))) ნახევარდაცვაში თუ უჭირდა ეყიდა ვინმე, ან იმ ჯანს რას ერჩოდა თავიდანვე რო აითვალწუნა? მანჯუკიჩი რატო გააგდო? დიბალას რატო ალპობს სკამზე? რა ფილოსოფია აქვს ეგეთი რომ ამ დონის ფეხბურთელებმა ვერ ისწავლეს ამდენი ხანი? :)

klaster
klaster
4 years ago

აშკარაა, რომ გუნდს ნახევარდაცვაში პრობლემები აქვს და რასაც ქვია ჩემპიონი ნახევარმცველები არ გვყავს. ეს მოცემულობა საეროდ შევცვლელია და პოგბა-ტონალია მოსაყვანი აუცილებლად.

ALLENATORE
ALLENATORE
4 years ago

Sakaipo shefasebebia ddd)) gza abneuli naxevarmcveli da skamidan arc amdgara dddd)) uzustesi shefasebaaa))

lasha naxucrishvili
4 years ago

ეეე გაახურეს ამათ უკვე საქმე რა მართლა! საცოდავი რონალდო.რონალდომ უკვე იმდენი შეყარა სუ რო 1 თვე სატდიონზე უბრალოდ იდგეს ხმა არ უნა ამოვიღოთ.

beso_nakasha
Beso_nakasha
4 years ago

პახმელიაზე ყოფილან ბიჭები :)
ასეთი ცუდი შეფასება არ მინახია იუვესი

maradona73
maradona73
4 years ago

დეშილიო დაბრუნდა გვეშველება ალბათ )

maradona73
maradona73
4 years ago

რემზის შეფასება კაი იყო )))

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x