ფაბიო პარატიჩი:”ახალი კონტრაქტი დიბალასთან? დიახ, თუმცა..”
ფაბიო პარატიჩი
ვერონელებთან მატჩის წინ ჟურნალისტებს ფაბიო პარატიჩი შეხვდა, რომელმაც პაულო დიბალასთან დაკავშირებით პოზიტიური ინფორმაცია გააჟღერა:
“ყოველ მესამე დღეს მაღალი დონის თამაშის ჩვენება იოლი საქმე არ არის. თუმცა, მაურისიო სარის მუშაობით კმაყოფილები ვართ!
მიზანი? ყოველ მომდევნო მატჩზე კონცენტრირება.. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.. სწორედ ამის შემდგომ შევძლებთ დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
პაულო დიბალა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.. იგი იუვენტუსის 10-იანია და ბუნებრივია არგენტინელის შენარჩუნება გვსურს.
მასთან დიალოგი ჯერ კიდევ ახალ წლამდე დავიწყეთ და შევთანხმდით, რომ ამ საკითხს სეზონის დამთავრებამდე მივუბრუნდებოდით..
ყველაფერთან ერთად ნურავის დაავიწყდება, რომ დღეისათვის იუვე ძალზედ კონკურენტუნარიანია და შემადგენლობის მხრივ, არანაირი პრობლემა არ გვაქვს.”