ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია:”რემზი ტურინს მალე დატოვებს”

აარონ რემზიმ შესაძლოა ემრე ჯანის ბედი გაიზიაროს.

სხვადასხვა ავტორიტეტული გამომცემლობების მტკიცებით, უელსელი შუახაზელის ტურინული დღეები დათვლილია.

რემზიმ მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლის გატანაც მოახერხა, მაგრამ მას ძალიან უჭირს იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაცია.

ყველაფერთან ერთად შუახაზელს ტრავმებიც ხშირად აწუხებს, რის გამოც ბევრი დრო გაუცდა.. 

აქედან გამომდინარე, გაჩნდა ცნობები რომ ზაფხულში რემზი კარიერას ესპანეთში ან კვლავინდებურად ინგლისში გააგრძელებს. 

სარიმ თავდაპირველად რემზი რეჯისტაზე გამოცადა, შემდეგ მეცალაზე, ხოლო ბოლოსთვის უელსელი უფრო მეტად შემტევ ნახევარმცველად მოგვევლინა. 

თუმცა, ვერცერთ ზემოთხსენებულ პოზიციაზე ვერ შეძლო სტაბილურობის შენარჩუნება, რის გამოც მის წასვლაზე საუბარი მოხშირდა და როგორც ჩანს მისი იტალიური თავგადასავალი მალევე დასრულდება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x