ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სანდრო საბატინი:”იუვენტუსს მაროტაზე მეტად ალეგრი დააკლდა”

პოპულარული იტალიელი ჟურნალისტი სანდრო საბატინი იუვენტუსში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს:

“ვფიქრობ, ყველანი ვთანხმდებით იმ ფაქტზე, რომ მაქს ალეგრი სათანადო დონეზე არ ფასდებოდა.

ვერონასთან შეხვედრამ ყველაფერი თვალნათლივ ცხადყო! 100%-იანი სიზუსტით შემიძლია გითხრათ, რომ ამ შეხვედრაში მაქსი 0-1 დაასრულებდა.

რა ხდება გასახდელში? ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია გუნდი თითქოს ხელის მუხრუჭზე იმყოფება და მისი დაძვრა რთულად წარმოსადგენია.

მაურისიო სარის კომპეტენციაში ეჭვის შეტანას არ ვაპირებ, მაგრამ მის ხელში არის ორი თანაბარი დონის გუნდი, რომელსაც ვერაფერი გაუგო..

სარი პრობლემების გადაჭრას შეუდგა და ეგონა, რომ ყველაფერს მარტივად დაალაგებდა, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო..

იგი ახლა დახმარებას ხელმძღვანელობისგან ელის.. მაგრამ პრესასთან არავინ გამოდის და სიტუაციის დამშვიდებას არავინ ცდილობს.. ეს კი დაძაბულობას ეტაპობრივად ზრდის..

ჯუზეპე მაროტა? დიახ, მისი დიპლომატია და კონკრეტულ დეტალებზე დაკვირვება, სწორი ანალიზი და სიდინჯე გადაწყვეტილების მიღების დროს, იუვენტუსს ნამდვილად დააკლდა.. მაგრამ ჩემი აზრით ფეხბურთელები სწორედ ალეგრის სტილზე არიან მორგებულები და მათ ყველაზე მეტად მაქსი აკლიათ..

სლოგანი “მხოლოდ გამარჯვებას აქვს ფასი” იუვეში ზეწოლას ქმნის და მხოლოდ იშვიათებს შეუძლიათ მასთან გამკლავება.. შენ ან აკეთებ ექსპერიმენტს, ან უბრალოდ ეგუები ამ ფრაზის სიმძიმეს..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x