ანიელიმ ბალანსის აღსადგენად შესაძლოა მთელი რიგი ცვლილებები განახორციელოს

მაქს ალეგრი
მაქს ალეგრისთან დაკავშირებით სულ უფრო და უფრო აქტიურდება ინფორმაციები..
შეშლილ მაქს გუნდთთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და იმ შემთხვევაში, თუ კი ბიანკონერიმ მაურისიო სარი მომდევნო შედეგებიდან გამომდინარე, მართლაც დაითხოვა მაშინ ტოსკანელი სპეციალისტის დაბრუნება ბიოროკრატიული თვალსაზრისით დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.
კულუარული ცნობებით ანდრეა ანიელი უკვე ესაუბრა ალეგრის, რის შემდეგაც შეხვედრა უშუალოდ ფეხბურთელებთან გამართა..
კორიერე დელა სერას ცნობით, იუვენტუსის პრეზიდენტი ჯორჯო კიელინის, ანდრეა ბარძალის და ჯანლუიჯი ბუფონს ესაუბრა და მათ საკუთარი მოსაზრება გაანდო მთავარ მწვრთნელთან მიმართებაში.
ანდრეა თავიდანვე სკეპტიკურად იყო მაურისიოს კანდიდატურის მიმართ განწყობილი და არაა გამორიცხული, თუ ასეთი მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ ცვლილებები ხელმძღვანელ პოზიციებსაც შეეხოს..
მაქსის გუნდიდან წასვლის მთავარი ინიციატორი პაველ ნედვედი გახლდათ.. მას მხარს ფაბიო პარატიჩი უჭერდა, თუმცა იგი საკუთარ პოზიციას უფრო რბილად აფიქსირებდა, განსხვავებით ჩეხისგან..
შესაბამისად, ალეგრის მოსვლამ შესაძლოა ტოპ მენეჯმენტში ძალთა გადანაწილებაც გამოიწვიოს და სარისთან ერთად გუნდი იგივე ნედვედმაც დატოვოს, რომელსაც არასდროს დაუმალავს ის ფაქტი, რომ ძალების მოსინჯვა ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის პოსტზე სურდა.
ფაბიო პარატიჩი? გაიხსენეთ ჯუზეპე მაროტასთან განვითარებული მოვლენები.. ყველასათვის მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რომ ხელმძღვანელობამ მისი გუნდიდან გაშვება გადაწყვიტა..
ფსონი კი მის თანაშემწეზე და იმ დროინდელ სპორტულ დირექტორზე შეაჩერა (პრინციპში თანამდებობა იგივე დარჩა, მაგრამ უფლებამოსილება ფაბიოს უდაოდ გაეზარდა, რომელსაც ვიცე პრეზიდენტთან ერთად იყოფს)..
კულუარული ცნობებით იუვენტუსის ბორდი პარატიჩის საქმიანობას მაროტას გარეშე უარყოფითად აფასებს..
ტრანსფერები, რომლებიც მან გააკეთა პროდუქტიულს ვერ დავარქმევთ.. იგივე ადრიენ რაბიოს და აარონ რემზის შენაძენები, მიუხედავად 0 ევროსი, გუნდისთვის გამოსადგები არ აღმოჩნდა..
ასე რომ, წინ შესაძლოა ახალი ციკლის დაწყების მომსწრენიც კი გავხდეთ..
მაროტას წასვლის შემდეგ გუნდში “ნედვედის კლანი” უფრო წინ არის წამოწეული და შესაძლოა ანიელიმ პროცესში დაბრუნება მოისურვოს.. ბალანსირებისთვის კი “წმენდა” სწორედ მწვრთნელის სკამიდან დაიწყოს.
Amit damtkicdeba ro anielis skudetos garda araferi ar ainteresebs)))
სარის აქ გაჩერებით სკუდეტოც აღარ იქნება
არანაირ სიკეთეს არ მოიტანს ასეთი ჭორებიც კიი, თანაც შუა სეზინში. ტრანსფერებს რაც შეეხება სანამ ტრენერს არ დაეკითხებიან თუ ვინ ჭირდება და თავის ჭკუაზე მოყავთ ფეხბურთელები მანამდე რა თქმა უნდა ვერ გაამართლებს უმეტესი მოსული.
ერთად ერთი მინუსი რაც ამ სქემაშია, ეს ნედვედის წასვლაა. მარა მეორე მხრიდან რო შევხედოთ, მაგან გადაკიდა გუნდი სარის, ასე რომ პასუხიც უნდა აგოს.