ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

La Stampa სარის და ანიელის შეხვედრის გარკვეულ დეტალებს ასაჯაროებს

La Stampa დღეს გავრცელებულ ცნობებს მაურისიო სარის და ანდრეა ანიელის შორის შეხვედრის თაობაზე ადასტურებს და გარკვეულ კულუარულ დეტალებსაც გვიზიარებს.

მხარეებს შორის შეხვედრა ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში დაიგეგმა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მისი გადადება გადაწყდა.

ვერონასთან მარცხის შემდეგ, რომელიც იუვესთვის უკანასკნელი 4 გასვლითი მატჩიდან მესამე გახდა, პროცესი დააჩქარა.

აღნიშნულ შეხვედრაზე არამარტო იუვენტუსის პრეზიდენტი და თავკაცი იმყოფებოდნენ.. მათთან ერთად იმყოფებოდა გუნდის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩიც.

სარის ხელში გუნდმა იმაზე მეტი ბურთი გაუშვა, ვიდრე ეს შარშანდელ სეზონში იყო.. სატურნირო ცხრილში არსებული მდგომარეობაც უკეთესის სურვილს ტოვებს და აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი გუნდში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდა.

ზემოთხსენებული წყაროს მტკიცებით მხარეებს შორის გულახდილი საუბარი შედგა.. სარი სატრანსფერო თვალსაზრისით გარკვეულ გარანტიებს ითხოვდა და აქცენტს დაცვის ფლანგებსა და მოედნის ცენტრში არსებულ პრობლემებზე ამახვილებდა.

პარალელურად, იზრდება მაქს ალეგრისთან დაკავშირებით ხმები.. იუვენტუსის ტოპ მენეჯმენტში ამ ვარიანტს სერიოზულად განიხილავენ და იმ შემთხვევაში თუ სარიმ სიტუაცია, თამაშის ხარისხი და სწორი ბალანსი ვერ იპოვა, გამორიცხული არაფერია.. 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x