ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარი მილანთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე საუბრობს

ხვალ ტურინელები იტალიის თასის 1/2 ფინალურ ეტაპზე მილანს დაუპირისპირდებიან. ბუნებრივია ჟურნალისტებს მთავარ მწვრთნელთან არაერთი კითხვა ქონდათ, რომელზეც მაურისიო სარის პასუხის გაცემა მოუხდა:

  • ვერონა
  • შეხვედრა ანიელისთან
  • მირალემ პიანიჩი
  • ჯორჯო კიელინი
  • მილანი

“ვფიქრობ, ამ თემიდან ზედმეტი ხმაური ატყდა.. მე რომ გამოცდების ჩაბარება არ მყვარებოდა, მაშინ საფოსტო განყოფილებაში მოვეწყობოდი და ამ თანამდებობაზე პრეტენზია არ მექნებოდა.

მილანმა მშვენივრად იასპარეზა ბოლო პერიოდში და მათი პროგრესი აღსანიშნავი ფაქტია. აქედანვე ჩანს, როგორი რთული დაპირისპირება გველის. 

გუნდი მზადებას პროდუქტიულად გადის და რაც მთავარია, რეაბილიტირების სურვილი ძალზედ დიდია..

მინდა გითხრათ, რომ საწვრთნელი პროცესის ინტენსიურობა გაზრდილია, რაზეც ფეხბურთელების რეაქცია დადებითი იყო.. 

ხაზგასმით მსურს აღნიშვნა, რომ აქ ყველაფერი იდეალურად მუშაობს.. საუბარი მაქვს როგორც მეჯმენტურ სტრუქტურაზე, ასევე გუნდთან მიმართებაში თითოეულ ასპექტზე.

შემადგენლობის მხრივ დიდი რესურსი გვაქვს, რომელიც გვაძლევს საშუალებას სხვადასხვა შეხვედრაში ვარირება მოვახდინოთ.

ანდრეა ანიელისთან შეხვედრა ვერონასთან შეხვედრამდე იყო დაგეგმილი.. ჩვენ ერთად ხშირად ვახშმობთ და განსაკუთრებული არც ეს საღამო ყოფილა.

საკმაოდ ნორმალურია, რომ ჩემს მიერ გაწეული სამუშაოთი ადამიანები ინტერესდებიან.. ახლა თებერვალია და ყველა ტურნირზე წინ წარმატებით მივიწევთ.. გეგმა კი ზუსტად ასეთი გვქონდა.

მესმის, რომ ცუდი შეხვედრა გავმართეთ, მაგრამ ეს უფრო გარე ფაქტორების ბრალია ვიდრე გუნდის შიგნით არსებული სიტუაციის.

მირალემ პიანიჩს ჩინებული მახასიათებლები აქვს, რომელთა დახმარებითაც ერთ-ერთი საუკეთესო ტრეკუარტისტა იქნებოდა, მაგრამ დღეისათვის მას პოზიციას არ და ვერ შევუცვლით..  მე მომწონს სადაც ახლა ირჯება.. რა იქნება მომავალში, ამას დრო გვიჩვენებს.

ჯორჯო კიელინის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება.. მას დამატებითი ტესტების გავლა მართებს, როგორც ეს დღეს დილით მოხდა..

აარონ რემზი ფიზიკურადაც და მენტალურადაც საგრძნობ პროგრეს განიცდის. არ არის იოლი პრემიერ ლიგიდან სერია ა-ში გადმოხვიდე და მომენტალურად მაღალი დონის თამაში აჩვენო.. მითუმეტეს ტრავმის ფონზე.

ჯოვანი კობოლა ჯილიმ მირალემი მოცარელას შეადარა? სისულელეა.. მან ფანტასტიურად დაიწყო, მაგრამ დაღლამ თავისი როლი ითამაშა.. დარწმუნებული ვარ ფორმის პიკზე მალე დაბრუნდება.

კრიშტიანო რონალდუ? არ ვიცი.. ვესაუბრე და მითხრა, რომ თავს კარგად გრძნობს, მაგრამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებთ.”

შეძლებს თუ არა იუვე კარის მშრალად შენახვას?

Loading ... Loading ...
0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x